შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და იულიხის კვლევითი ცენტრის ერთობლივი პროგრამის გამარჯვებული სტუ-ს სტუდენტების მიღწევები

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და იულიხის კვლევითი ცენტრის ერთობლივი პროგრამის გამარჯვებული სტუ-ს სტუდენტების მიღწევები

23-07-2018 შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის (Forschungszentrum Jülich) ერთობლივი პროგრამის შედეგად დაფინასებული პროექტების გამარჯვებულებმა, რომლებიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები არიან, წარმატებით დაასრულეს გრანტი და მიენიჭათ დოქტორისა და მაგისტრის ხარისხი.

გამარჯვებული სტუდენტების ხელმძღვანელები არიან სტუ-ის პროფესორი ქეთევან კოტეტიშვილი და იულიხის ნეირომედიცინისა და მედიცინის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ნადიმ ჯონ შა.

2014 წლის საგრანტო კონკურსის გამარჯვებული ელენე იორდანიშვილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის "საინჟინრო ფიზიკის" სადოქტორო პროგრამის დოქტორანტია.  მის სადისერტაციო თემას წარმოადგენდა "კვლევის ახალი მეთოდების განვითარება თავის ტვინის ტრავმული დაზიანებებისას". ახალგაზრდა მკვლევარს მიენიჭა საინჟინრო ფიზიკის დოქტორის წოდება. აღსანიშნავია, რომ ელენე იორდანიშვილი 2015 წლის იანვრიდან დღემდე იულიხში იმყოფება.

2017 წლის საგრანტო კონკურსის გამარჯვებული ანა გოგიშვილი სტუ-ის „სამედიცინო ფიზიკის“ სამაგისტრო პროგრამის მაგისტრანტია. მის სამაგისტრო ნაშრომის თემას წარმოადგენდა „მრტ-ს ახალი დიფუზიური ბიომარკერების გამოყენება და განვითარება ნევროლოგიაში’’. ახალგაზრდა მეცნიერს მიენიჭა ფიზიკის მაგისტრის წოდება. აღსანიშნავია, რომ ანა გოგიშვილი 2018 წლის თებერვლიდან დღემდე იულიხში იმყოფება. მან 2014-2017 წლებში 4-ჯერ გაიარა სტაჟირება იულიხის კვლევით ცენტრში.

საგულისხმოა, რომ პროგრამის ფარგლებში, ქართველ სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ, ესტუმრონ მსოფლიოში წამყვან კვლევით ცენტრს და წარმართონ საქმიანობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ფონდისა და ცენტრის დაფინანსება ქართველ მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს შესაძლებლობას აძლევს, ცენტრში სტაჟირების ფარგლებში, განახორციელონ სადიპლომო და სადისერტაციო ნაშრომების მომზადებასთან დაკავშირებული კვლევა, ასევე, დაამყარონ გრძელვადიანი თანამშრომლობა იულიხისა და გერმანიის სხვა სამეცნიერო ცენტრების თუ უნივერსიტეტების მეცნიერებთან.

 

სიახლეებში დაბრუნება