კონკურსი საბაკალავრო და სამაგისტრო სტიპენდიის მოსაპოვებლად კატანიის უნივერსიტეტში - 2018-2019 სასწავლო წელი

კონკურსი საბაკალავრო და სამაგისტრო სტიპენდიის მოსაპოვებლად კატანიის უნივერსიტეტში - 2018-2019 სასწავლო წელი

23-07-2018 კატანიის უნივერსიტეტი (კატანია, იტალია) აცხადებს კონკურსს საბაკალავრო, სამაგისტრო სტიპენდიის მოსაპოვებლად 2018-2019 სასწავლო წლისათვის.

საერთაშორისო სტუდენტებისთვის 2018-2019 სასწავლო წელს გამოყოფილია 23 სტიპენდია. ინფორმაცია სასწავლო გრანტებთან დაკავშირებით მოცემულია კატანიის უნივერსიტეტის ვებგვერდზე.  

სასტიპენდიო პროგრამების მიმართულებებია ფიზიკა, ქიმიური ინჟინერია სამრეწველო მდგრადობისთვის, ელექტროინჟინერია, გლობალური პოლიტიკა და ევრო-ხმელთაშუაზღვის კავშირი და სხვა.

ონლაინაპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 20 სექტემბერი.


 

სიახლეებში დაბრუნება