სადისერტაციო ნაშრომების დაცვა ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე

სადისერტაციო ნაშრომების დაცვა ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე

20-07-2018 17 და 19 ივლისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე შედგა დოქტორანტების, ირინე უგრეხელიძის და მანანა ქოჩიაშვილის სადისერტაციო ნაშრომების: „Fe(III)-ის კოორდინაციული ნაერთები აზოტ- და ჟანგბადშემცველ ორგანულ რეაგენტებთან: სინთეზი, აღნაგობა, თვისებები და ანალიტიკური გამოყენება“ და „Cu(II)-ის კოორდინაციული ნაერთები β-დიკეტონის წარმოებულებთან: სინთეზი, აღნაგობა, თვისებები“ დაცვა.

აღნიშნული სამუშაოები, რომლებსაც დიდი თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს, შესრულდა სტუ-ს ქიმიის დეპარტამენტის და ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (აზერბაიჯანი) ანალიზური ქიმიის კათედრის ერთობლივი თანამშრომლობით. ეს თანამშრომლობა რამდენიმე ათეულ წარმატებულ წელს ითვლის. ზემოაღნიშნული დოქტორანტების ხელმძღვანელები არიან სტუ-ს პროფ. მაია ცინცაძე, ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფ. აბელ მაგერამოვი და ამავე უნივერსიტეტის ანალიზური ქიმიის კათედრის გამგე, პროფ. ფამილ ჩირაგოვი, რომელიც დაესწრო დაცვას.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად უნივერსიტეტებს შორის დაიდო მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების განხორციელებას, საერთაშორისო გრანტებში ერთობლივ მონაწილეობას, მაგისტრების და დოქტორანტების მომზადებაში ურთიერთთანამშრომლობას და პედაგოგიური და სამეცნიერო-კვლევითი გამოცდილების ურთიერთგაზიარებას.

 

სიახლეებში დაბრუნება