მადლობის წერილი

13-08-2012
სტუ-ში ჩეჟიანგის უნივერსიტეტიდან მადლობისა და მიწვევის წერილი მოვიდა
 
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩეჟიანგის უნივერსიტეტიდან (ჩინეთი) მადლობისა და მიწვევის წერილი მოვიდა. უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ჩუ ჯიანი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, არჩილ ფრანგიშვილს, ჩინეთში ეპატიჟება.
 
წერილში უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ჩუ ჯიანი აღნიშნავს, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ხანმოკლე ვიზიტის ფარგლებში მას და ჩეჟიანგის უნივერსიტეტის დელეგაციის წევრებს შთაბეჭდავი შეხვედრა მოუწყვეს. ჩუ ჯიანის განცხადებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მეცნიერებისა და განათლების კუთხით დიდი მიღწევები აქვს. იგი გამოთქვამს იმედს, რომ ქართულ და ჩინურ მხარეებს შორის კოლაბორაციის უდიდესი შესაძლებლობა არსებობს და ეს პოტენციალი უახლოეს მომავალში იქნება ათვისებული.
 
ჩეჟიანგის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, არჩილ ფრანგიშვილს, ორ მხარეს შორის ურთიერთობის გასაღრმავებლად, მისთვის სასურველ დროს, ჩინეთში ეპატიჟება.
 
შეგახსენებთ, რომ ჩეჟიანგის უნივერსიტეტის დელეგაცია - ვიცე-პრეზიდენტი ჩუ ჯიანი და ოთხი პროფესორი - საქართველოში 2012 წლის 13 ივნისს იმყოფებოდა. მათ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლაბორატორიები, კორპუსები, სამეცნიერო ბიბლიოთეკა დაათვალიერეს.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები