სტუ-ს საინჟინრო ფიზიკის პროგრამის ბაკალავრის ლალი კეშელავას წარმატება

სტუ-ს საინჟინრო ფიზიკის პროგრამის ბაკალავრის ლალი კეშელავას წარმატება

18-07-2018 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „საინჟინრო ფიზიკის“ საბაკალავრო პროგრამის 2018 წლის კურსდამთავრებული ლალი კეშელავა კაუნასის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (ლიტვა) სამედიცინო ფიზიკის ფაკულტეტის „სამედიცინო ფიზიკის“ სამაგისტრო პროგრამაზე ჩაირიცხა.

აღსანიშნავია, რომ ლალი კეშელავა სტუ-ს საინჟინრო ფიზიკის პროგრამის ერთ-ერთი წარმატებული სტუდენტია. ის მონაწილეობდა საერთაშორისო პროექტში „შემოდგომის ლექციები-2015“, სადაც ლექციებს კითხულობდნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის იულიხის კვლევითი ცენტრის დირექტორები. ლალიმ დიდი ინტერესი გამოიჩინა ნეირომედიცინისა და მედიცინის ინსტიტუტის დირექტორის, ჯონ შას ლექციებისადმი, რამაც განაპირობა მისი დაინტერესება სამედიცინო ფიზიკის მიმართულებით. მან, ასევე, მიიღო მონაწილეობა ამავე პროექტში 2017 წელს.

ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტმა მეოთხე კურსზე სწავლის პერიოდში სტაჟირება გაიარა ერთ-ერთ მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო ცენტრში Liv Hospotal და მუშაობდა სამედიცინო ფიზიკოსად სხივური თერაპიის განყოფილებაში.

ქართველი სტუდენტი ბაკალავრიატის საფეხურზე ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღებულ ცოდნას გაიღრმავებს და სრულ სამაგისტრო კურსს გაივლის ლიტვურ უნივერსიტეტში.

 

სიახლეებში დაბრუნება