საქართველოს კანონის პროექტის “ბიომრავალფეროვნების შესახებ” საჯარო განხილვა

საქართველოს კანონის პროექტის “ბიომრავალფეროვნების შესახებ” საჯარო განხილვა

18-07-2018 1-ელ ივლისს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს კანონის პროექტის “ბიომრავალფეროვნების შესახებ” საჯარო განხილვა გაიმართა, სადაც მონაწილეობა მიიღეს სტუ-ს გარემოს დაცვითი ინჟინერიის და ეკოლოგიის დეპარტამენტის სტუდენტებმა.

შეხვედრაზე ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა კარლო ამირგულაშვილმა დაინტერესებულ საზოგადოებას კანონის პროექტის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა შენიშვნებისა და წინადადებების მიღების მიზნით.

შეხვედრას ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი.

კანონის პროექტი “ბიომრავალფეროვნების შესახებ” ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლტიკის დეპარტამენტის ინიციატივით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით მომზადდა.


 

სიახლეებში დაბრუნება