სკოლა-სემინარი

10-08-2012
სტუ ქართულ-გერმანულ სკოლა-სემინარს მასპინძლობს
 
9-10 აგვისტოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მასპინძლობს "ქართულ-გერმანულ სკოლა-სემინარს ფუნდამენტურ მეცნიერებებში". სკოლა-სემინარი 6 აგვისტოს გაიხსნა და 9 აგვისტოს სტუ-ში გადმოინაცვლა. ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და იულიხის (გერმანია) კვლევითი ცენტრის ერთობლივი ორგანიზებით ეწყობა.
 
შეხვედრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა გახსნა. დამსწრე საზოგადოებას მიესალმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. სიტყვით გამოვიდა, ასევე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი. პროექტის შესახებ საინტერესო პრეზენტაცია გააკეთა იულიხის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა ჰანც შტროერმა.
 
ქართულ-გერმანული სკოლა-სემინარი ფუნდამენტურ მეცნიერებებში" უკვე მეხუთედ იმართება. გერმანული მხრიდან ღონისძიების ორგანიზატორია დოქტორი ანდრო კაჭარავა, რომელიც იულიხის კვლევით ცენტრში 10 წელიწადზე მეტია მუშაობს. სკოლა-სემინარი პროფესორ ჰანც შტროერის პატრონაჟით ტარდება.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები