შიდა მობილობა

23-07-2012
2012-2013 სასწავლო წლის პირველი სემესტრიდან  უნივერსიტეტის ფარგლებში საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლისათვის  
(შიდა მობილობა)
 
უნივერსიტეტის ფარგლებში საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველებმა განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2012 წლის 30 ივლისიდან 14  აგვისტოს ჩათვლით.  საბუთები მიიღება ყოველდღე, შაბათ - კვირის გარდა, 1000 საათიდან 1600 საათამდე (თბილისი, კოსტავას 77, ადმინისტრაციული კორპუსი, მესამე სართული, ოთახი №350).
 
 უნივერსიტეტის ფარგლებში საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
 
1.      განცხადება;
2.      პირადობის მოწმობის ასლი;
3.      სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი), დამოწმებული ბეჭდით;
4.      სტუდენტის სტატუსის ცნობა;
5.      დოქტორანტებმა დამატებით უნდა წარმოადგინონ სავარაუდო ხელმძღვანელის რეკომენდაცია.
 

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები