ქართულ-გერმანული სკოლა

19-07-2012
V ქართულ-გერმანულ სკოლა და ვორქშოპ ფუნდამენტურ მეცნიერებებში
 
იულიხის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი (გერმანია), საქართველოს პარტნიორ უნივერსიტეტებთან ერთად (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი) ატარებს მე-5 ქართულ-გერმანულ სკოლასა და ვორქშოპს ფუნდამენტურ მეცნიერებებში:  6-10 აგვისტოს თბილისში ჩატარდება ვორქშოპი, ხოლო  13-17 აგვისტოს - საზაფხულო სკოლა (ბათუმი). აღნიშნული ღონისძიება წარმოადგენს 2010 წლის მაისში თბილისში გამართული წარმატებული შეხვედრების გაგრძელებას, სადაც იულიხის ცენტრმა და საქართველოს ზემოხსენებულმა წამყვანმა უნივერსიტეტებმა გააფართოვეს თანამშრომლობა  ფუნდამენტური მეცნიერების სხვადასხვა სფეროში.
2012 წლის 9 და 10 აგვისტოს ზემოაღნიშნულ ვორქშოპს მასპინძლობს საქართველოს უნივერსიტეტი, სადაც გერმანელი და ქართველი მეცნიერები მოხსენებებით წარსდებიან და  სპეციალური სტუდენტური სესიაც ჩატარდება.
დაგეგმილი ღონისძიებისათვის გათვალიწინებულია ლექციათა კურსის ჩატარება როგორც ბაკალავრიატის, ასევე, მაგისტრატურის სტუდენტთათვის საბუნებისმეტყველო და საინჟინრო მეცნიერებებში. იმ კონცეფციაზე დაყრდნობით, რომელიც გაწერილია დოკუმენტში „საქართველო-გერმანიის სამეცნიერო ხიდი“, პარტნიორი მხარეები ხელს უწყობენ საქართველოსა და გერმანიას შორის სამეცნიერო და ტექნოლოგიურ თანამშრომლობას. ჩარჩო ხელშეკრულება გაფორმებული იქნა თბილისში გერმანული  დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის დროს, 2011 წლის დეკემბერში.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები