ბიბლიოთეკის სტრუქტურა

სტუ-ს ტექნიკური საბიბლიოთეკო სტრუქტურა აერთიანებს ცენტრალურ ოფისსა და მის 10 საფაკულტეტო ფილიალს:
1.  სამშენებლო ფაკულტეტის საბიბლიოთეკო ფილიალი - სტუ-ს 1 კორპუსი
2.  ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის საბიბლიოთეკო ფილიალი - სტუ-ს მე-8                    კორპუსი
3.  სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის საბიბლიოთეკო ფილიალი - სტუ-ს მე-4 კორპუსი
4.  ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის საბიბლიოთეკო ფილიალი - სტუ-ს
     მე-2 კორპუსი
5.  სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის საბიბლიოთეკო ფილიალი - სტუ-ს                     1კორპუსი
6.  არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის საბიბლიოთეკო ფილიალი - სტუ-ს
    1 კორპუსი
7.  ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის საბიბლიოთეკო ფილიალი - სტუ-ს მე-6 კორპუსი
8.  ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის საბიბლიოთეკო ფილიალი - სტუ-ს 
     მე-6 კორპუსი
9.  დიზაინის საერთაშორისო სკოლის საბიბლიოთეკო ფილიალი - სტუ-ს მე-8 კორპუსი
10. აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის საბიბლიოთეკო                       ფილიალი - სტუ-ს 1 კორპუსი.
ეს განსაკუთრებით უწყობს ხელს სტუდენტთა მიერ საბიბლიოთეკო  ფონდის აქტიურ გამოყენებას. ყოველი ფილიალი დაკომპლექტებულია შესაბამისი ფაკულტეტის წიგნადი ფონდით მათივე სპეციალობათა გათვალისწინებით და სურვილით.

სტუ-ს სამეცნიერო ბიბლიოთეკა ემსახურება აგრეთვე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შემადგენლობაში შემავალ შემდეგ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს:
1. საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრი
2. ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი
3. ბიოტექნოლოგიის ცენტრი
4. ინსტიტუტი "ტექინფორმი"
5. ნიკო მუსხელიშვილის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი
6. კვების მრეწველობის ინსტიტუტი
7. არჩილ ელიაშვილის მართვის სისტემების ინსტიტუტი
8. ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის ინსტიტუტი
9. ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტი
10. წყალთა მეურნეობის ინსტიტუტი
11. ინსტიტუტი "ტალღა"
12. მემბრანული ტექნოლოგიების საინჟინრო ინსტიტუტი
13. ნაგებობების, სპეც. სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტი
14. სენსორული ელექტრონიკისა და მასალათმცოდნეობის სამეცნიერო-ტექნოლოგიური ცენტრი
15. გეოეკოლოგიური მონიტორინგის განყოფილება
16. კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტი.

ბიბლიოთეკის ცენტრალურ ოფისს აქვს ოთხი თანამედროვე ტექნიკითა და  უახლესი საბიბლიოთეკო აქსესუარებით აღჭურვილი სამკითხველო დარბაზი
 
სტუ-ს ცენტრალურ ბიბლიოთეკას (ფილიალებთან ერთად) შეუძლია სხვადასხვა სახისა და მიმართულების დარბაზებში ერთდროულად მოემსახუროს 550 სტუდენტს, ხოლო სათავო ოფისში - 400-ზე მეტს.
 
ბიბლიოთეკა ემსახურება 11030 სტუდენტსა და 2110 აკადემიურ პერსონალს.
 
ბიბლიოთეკა ცენტრალური ოფისითა და თავისი ფილიალებით თავისუფალია სტუ-ის სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის.
 
სტუ-ს ცენტრალური ბიბლიოთეკა გაერთიანებულია საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციაში, რაც საშუალებას აძლევს მკითხველებს ისარგებლონ შემდეგი საერთაშორისო მონაცემთა ბაზებით:  http://search.epnet.com/,  http://journals.cambridge.org/, http://royalsocietypublishing.org/journalshttp://www.bioone.org/, http://www.elibrary.imf.org/,  http://www.elgaronline.com/,
http://online.sagepub.com/ http://www.elsevier.ge/.
.
 
მკითხველს შეუძლია ისარგებლოს შემდეგი სახის კატალოგებით: 
          1.      ანბანური (ქართული)
          2.      ანბანური (უცხოური)
          3.      დისერტაციების
          4.      ელექტრონული წიგნების         
          5.      რარიტეტის
          6.      სალექციო სილაბუსებში მითითებული ლიტერატურის
          7.      ბიბლიოგრაფიული
          8.      სისტემატური
          9.      ტოპოგრაფიული
          10.    ჟურნალების
მკითხველს ასევე შეუძლია ისარგებლოს ბეჭდური საბიბლიოთეკო ერთეულების (წიგნების), დისერტაციებისა და ელექტრონული წიგნების საბიბლიოთეკო საძიებო ელექტრონული კატალოგით "
KOHA".