დარბაზები

1. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დარბაზი (სამკითხველო ადგილი - 80) - დაცულია ჰუმანიტარული სპეციალობებისათვის მიზანშეწონილი ლიტერატურა, 5110 საბიბლიოთეკო ერთეულით. დარბაზი ასევე აღჭურვილია უკაბელო ინტერნეტით, რაც საშუალებას გვაძლევს გამოყენებულ იქნეს ინდივიდუალური კომპიუტერები. ემსახურება ფილოლოგებს, ენათმეცნიერებს, იურისტებს, ეკონომისტებს, ჰუმანიტარული მეცნიერების სხვა წარმომადგენლებს. 

2. ტექნიკურ მეცნიერებათა დარბაზი - თავისი მასშტაბებით (200კვ.მ) და ტექნიკური შესაძლებლობებით იმავდროულად საკონფერენციო დარბაზის ყველა პირობას აკმაყოფილებს, რის გამოც იგი წარმოადგენს სხვადასხვა სტუდენტურ თუ სამეცნიერო კულტურული ღონისძიებების ცენტრს. დარბაზი გათვლილია 150 ადგილზე, აქვე განთავსებულია ამერიკული გამომცემლობა “Nova”-ს უახლესი წლების ტექნიკური დარგის ლიტერატურა, რომელთა რაოდენობა განუხრელად იზრდება და ამჟამად შეადგენს 5258 საბიბლიოთეკო ერთეულს. აღნიშნულ ლიტერატურას ცენტრალური ბიბლიოთეკა ღებულობს საპატრიარქოსა და მისი გამომცემლის ქ-ნ ნადია გოცირიძის ხელშეწყობით. ბიბლიოთეკა ასევე ფლობს ამავე გამომცემლობის პერიოდულ გამოცემას სახელწოდებით “ქართული ინტერნაციონალური ჟურნალი მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში”.

3.
 წიგნების ელექტრონულ ვერსიათა დარბაზი - 7000 ერთეულის ელექტრონული წიგნით. ემსახურება ყველა სამეცნიერო მიმართულებას. თვითოეული მკითხველი სარგებლობს ინდივიდუალური კომპიუტერით, ლიტერატურა ინახება ქართულ, ინგლისურ, რუსულ და სხვა ენებზე.
აღნიშნულ დარბაზში განთავსებულია და ინტერნეტში ჩართულია 100 კომპიუტერი. აქვე შეიძლება მკითხველმა ისარგებლოს  წიგნებისა და ჟურნალების ელექტრონული ვერსიებით შემდეგი სპეციალობებით:
მათემატიკა (ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენებზე),
ფიზიკა (ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენებზე), 
ქიმია (ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენებზე),
ბიოლოგია, მიკრობიოლოგია (ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენებზე),
მედიცინა (ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენებზე),
ენერგეტიკა (ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენებზე), 
ტელეკომუნიკაცია (ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენებზე),
არქიტექტურა (ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენებზე),
მშენებლობა (ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენებზე),
ინფორმატიკა (ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენებზე),
იურიდიული (ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენებზე),
ეკონომიკური (ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენებზე) და სხვ.

4. პერიოდულ გამოცემათა დარბაზი 20 სამკითხველო ადგილით ინტერნეტ მომსახურებით.
ღებულობს 115 დასახელებას ადგილობრივ და უცხო პერიოდულ გამოცემას.