ჩვენს შესახებ

საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალ "მოამბის" დამატების _ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად გამომავალი “შრომების” კრებულის ისტორიიდან.
“შრომების” კრებულის გამოცემა ხორციელდება საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით. მისი გამოცემის იდეა ეკუთვნის ამ აკადემიის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს პროფესორ ნოე გელაშვილს. სწორედ იგი იყო ამ კრებულის პირველი რედაქტორი. კრებული მრავალპროფილიანია, წარმოდგენილია მეცნიერების ყველა ის დარგი, რომელიც საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში სასწავლო დისციპლინათა სახით ისწავლება.
საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით, “შრომების” კრებულს 2000 წელს მიენიჭა პერიოდული სამეცნიერო ჟურნალის სტატუსი და ამ დროიდან იგი წელიწადში ორი ტომის პერიოდულობით გამოდის. ამჟამად კრებულის რედაქტორია განათლების მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი ბორის იმნაძე.
კრებულის მიზანია განათლების მეცნიერებათა სფეროში მიმდინარე სამეცნიერო, სასწავლო-მეთოდური კვლევების უახლესი შედეგების გაცნობა და მეცნიერულ მიმოქცევაში ჩართვა.
კრებულის გამოცემას ხელმძღვანელობს სარედაქციო კოლეგია, რომელშიც შედიან საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორითემურჯაგოდნიშვილი, მასვე აკისრია ენებისა და ლიტერატუ­რების სწავლების საკითხთა გამოქვეყნების რედაქტირება-კოორდინირება.
პროფესორილარისასანაკოევა _ კრებულის პასუხისმგებელი მდივანი და ჟურნალისტიკისმცოდნეობის კოორდინატორი;
პროფესორიჩინგიზბედალოვი _ ცნობილი აზერბაიჯანელი რუსისტი, საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის წევრი;
პროფესორიკონსტანტინერამიშვილი _ საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, პედაგოგიკის თეორიისა და ისტორიის კოორდინატორი;
პროფესორიგელაყიფიანი _ საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკა­დე­მიის ნამდვილი წევრი, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კოორდინატორი;  
პროფესორიანზორშავგულიძე _ საქართველოს განათლების მეცნიერე­ბათა აკადემიის ნამდვილი წევრი, ტექნიკის მეცნიერებათა კოორდინატორი;
პროფესორიზურაბჩაჩხიანი _ ფიზიკის მეცნიერებათა კოორდინატორი;
პროფესორიელისაბედხახუტაშვილი _ ინჟინერ-მშენებელი, ეკონომიკისა და პიარ-ტექნოლოგიათა (საზოგადოებრივი ურთიერთობების) სპეციალისტი, მასმედიის თეორიისა და მეთოდიკების პრობლემათა კოორდინატორი;
პროფესორი ლეონიდე ჯახაია _ საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, პოლიტოლოგი, ისტორიკოსი.