სტუ–ს თემატური სამეცნიერო შრომების კრებული
"მართვის ავტომატიზებული სისტემები"

   
 
მთავარი გვერდი
ჩვენს შესახებ
ისტორია
ფორმები
რედკოლეგია
ავტორებისთვის
არქივი

2022–N1(33) vol.2 სტატიები

2022–N1(33) vol.1 სტატიები

2021–N1(32) V.1.1 სტატიები

2021–N1(32) V.1.2 სტატიები

2021–N1(32) V.2 სტატიები

2020 – N 2(31)    სტატიები

2020 – N 1(30)    სტატიები

2019 – N 2(29)    სტატიები

2019 – N 1(28)    სტატიები

2019 – N 2(29)    სტატიები

2019 – N 1(28)    სტატიები

2018 – N 3(27)    სტატიები

2018 – N 2(26)    სტატიები

2018 – N 1(25)    სტატიები

2017 – N 2(24)    სტატიები

2017 – N 1(23)    სტატიები

2016 – N 2(22)    სტატიები

2016 – N 1(21)    სტატიები

" დამტკიცებულია" ინფორმატიკისა და მართვის
სისტემების ფაკუტეტის სამეცნიერო საბჭოს მიერ

2005 წ. " 23" თებერვლის დადგენილებით

 

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის თემატური სამეცნიერო შრომების კრებული (პერიოდული ჟურნალი)
"მართვის ავტომატიზებული სისტემები"


თბილისი
2005

1. ზოგადი დებულებები

1.1. ჟურნალი "მართვის ავტომატიზებული სისტემები" (სტუ-ს თემატური სამეცნიერო შრომების კრებული) დაფუძნებულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭოს მიერ და თავის საქმიანობას ახორციელებს განათლების შესახებ კანონისა და საკუთარი დებულების შესაბამისად.
1.2. ჟურნალის სახელწოდებაა "მართვის ავტომატიზებული სისტემები".
1.3. ჟურნალი "მართვის ავტომატიზებული სისტემები" წარმოადგენს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის თანამშრომელთა სამეცნიერო შრომების (სტატიების) კრებულს, რომელშიც გამოქვეყნების უფლება აქვთ აგრეთვე სხვა ფაკულტეტის, უნივერსიტეტის და საზღვარგარეთის მეცნიერებს ინფორმატიკის სფეროში.
1.4. ჟურნალი "მართვის ავტომატიზებული სისტემები" ფუნქციონირებს საზოგადოებრივ საწყისებზე (არ წარმოადგენს დამოუკიდებელ იურიდიულ პირს).
1.5. ჟურნალის "მართვის ავტომატიზებული სისტემები" მისამართია:
საქართველო, ქ. თბილისი, მ.კოსტავას ქ.77, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი, კორპ. 6, ოთახი #207-დ (კათედრა: მართვის ავტომატიზებული სისტემები). ტელ.: 67-94, 69-66. მობ. 899-73-22-24. ელ-ფოსტა: gsurg@gmx.net

2. ჟურნალის "მართვის ავტომატიზებული სისტემები" მიზნებია:

2.1. თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების პროპაგანდა საქართველოში დემოკრატიული საზოგადოების ფორმირების ხელშესაწყობად.
2.2. საქართველოში განათლების რეფორმის ღონისძიებათა გატარებასთან დაკავშირებით, სწავლების ხარისხის ამაღლების მიზნით პროფესორ-მასწავლებელთა, ასპირანტთა, დოქტორანტთა და მაგისტრთა სამეცნიერო შედეგების გამოქვეყნების ორგანოს შექმნა.
2.3. ინფორმატიკის სფეროს საზღვარგარეთელ მეცნიერთა (მათ შორის ჩვენ თანამემამულეთა) ნაშრომების მოზიდვა და გამოქვეყნება.

3. ჟურნალის "მართვის ავტომატიზებული სისტემები" დამფუძნებლებია:
• სტუ-ს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭო.
• სტუ-ს "მართვის ავტომატიზებული სისტემების" კათედრა.

4. რედკოლეგიის უფლებამოსილება და შემადგენლობა:
4.1. რედკოლეგია თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდებისა და წინამდებარე დებულების შესაბამისად.
4.2. რედკოლეგია უფლებამოსილია განიხილოს სამეცნიერო ნაშრომი და მიიღოს გადაწყვეტილება მისი გამოქვეყნების ან არგამოქვეყნების შესახებ.
4.3. რედკოლეგია ანგარიშვალდებულია დამფუძნებლების წინაშე.
4.4. რედკოლეგიის თავმჯდომარე წარმართავს ჟურნალის იდეოლოგიას.
4.5. რედკოლეგიის პასუხისმგებელი რედაქტორი (შემსრულებელი) წარმართავს მუშაობის ორგანიზაციულ მხარეს.
4.6. სწავლული მდივანი აფორმებს სხდომის ოქმებს და მონიტორინგს უწევს ფინანსურ საქმიანობას.
4.7. გამოქვეყნებული მასალის სიზუსტეზე პასუხისმგებელია ავტორი. მისი პოზიცია შეიძლება არ ემთხვეოდეს რედკოლეგიის შეხედულებებს.
4.8. რედკოლეგიის მოწვეული და საზღვარგარეთელი წევრების მონაწილეობა რედკოლეგიის სხდომებზე არაა სავალდებულო. მათთან კავშირი ხორციელდება ძირითადად ინტერნეტის საშუალებით.

5. ნაშრომის წარდგენა გამოსაქვეყნებლად
5.1. ავტორი ან ავტორთა ჯგუფი წარადგენს სამეცნიერო ნაშრომს, რომელსაც თან დართული უნდა ჰქონდეს:
• ერთი რეცენზია რედკოლეგიის წევრის ან ინფორმატიკის დარგის მეცნიერებათა ხარისხის მქონე პირის მიერ.
• რეცენზენტის CV.
• რეცენზენტის მიერ წარმოდგენილი შესაბამის სპეციალობაში შესრულებული ნაშრომის ქსეროასლი (სატიტულო გვერდითა და სარჩევით).

6. ნაშრომის განხილვის თანამიმდევრობა:
6.1. ჟურნალში გამოსაქვეყნებელი ნაშრომი განიხილება "მართვის ავტომატიზებული სისტემების" კათედრის სამეცნიერო სემინარზე, რომელიც ტარდება თვეში ერთხელ.
6.2. ნაშრომი უნდა აკმაყოფილებდეს გამოცემის მოთხოვნებზე დამტკიცებულ წესს (იხ. დანართი 1).
6.3. რედკოლეგიის წევრის ან მისი თანაავტორობით წარმოდგენილ სამეცნიერო სტატიას არ ესაჭიროება პ.6.1.
6.4. გადაწყვეტილებას ნაშრომის გამოქვეყნების შესახებ იღებს რედკოლეგია ყოველი კონკრეტული შემთხვევისათვის.
6.5. საზღვარგარეთიდან მიღებულ სამეცნიერო ნაშრომებს რეკომენდაციას უწევენ ან რეცენზირებას უკეთებენ რედკოლეგიის საზღვარგარეთელი კოლეგები.

7. ყოველი კალენდარული წლის ბოლოს რედკოლეგია ანგარიშვალდებულია დამფუძნებლების წინაშე.
8. დებულება დამტკიცებულია ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე 2005 წლის 23 თებერვალს.