ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევნები

11/20/2015
ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადებასთან დაკავშირებით 

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ფაკულტეტების მართვის ორგანოების (მმართველი სუბიექტების) არჩევნების ჩატარების შესახებ დებულების“   27-ე და 28-ე მუხლების შესაბამისად უნდა გამოცხადდეს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევნები. აღნიშნული დებულების მიხედვით ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევნების დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ფაკულტეტის საბჭო, აგრეთვე ადგენს კანდიდატთა მიმართ წაყენებული მოთხოვნებისა და წარსადგენი დოკუმენტების ნუსხას, კანდიდატთა რეგისტრაციისა და არჩევნების ჩატარების ვადებს. 

  1. არჩევნების გამოცხადების დღედ ჩაითვალოს 20 ნოემბერი;
  2. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევნები ჩატარდეს 2015 წლის 10 დეკემბერს, ფაკულტეტის საბჭოში, 10-20 საათამდე 306 ა ოთახში; 
  3. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევნებისათვის კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყოს მიმდინარე წლის 26 ნოემბერს და დასრულდეს 3 დეკემბერს 10-15 სთ-მდე, 306 ა ოთახში; 
  4. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს ფაკულტეტის საბჭოს წევრ პროფესორს ან ასოცირებული პროფესორს; 
  5. კანდიდატებს რეგისტრაციაში ატარებს ფაკულტეტის საარჩევნო კომისია; 
  6. კანდიდატმა საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს:
    - ცნობა დაკავებული აკადემიური თანამდებობის შესახებ;
    - პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობის/პასპორტის) ასლი;
    - სამოქმედო პროგრამა. 
  7. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი აირჩევა 4 წლის ვადით;