კომპიუტერული ინჟინერიის დეპარტამენტი


ფანჯარა ციფრულ ტექნოლოგიებში
ფანჯარა ციფრულ ტექნოლოგიებში
  • სწავლება
  • საგანმანათლებლო პროგრამები
  • მეცნიერება
  • აკადემიური პერსონალი
  • ჩვენი ბაკალავრები, მაგისტრები და დოქტორანტები
  • დეპარტამენტის ისტორია
  • ჩვენი კურსდამთავრებულები

სწავლება
კომპიუტერული ინჟინერიის დეპარტამენტში:
  • ბაკალავრიატი - 4 წელი, ქართული და რუსული სექტორები (სწავლის საფასური - 2250  ლარი წელიწადში);
  • მაგისტრატურა - 2 წელი, ქართული  სექტორი (სწავლის საფასური - 2250 ლარი წელიწადში);
  • დოქტურანტურა - 3 წელი, (სწავლის საფასური - 2250  ლარი წელიწადში).

საგანმანათმლებლო პროგრამები:
ბაკალავრიატი – „ინფორმატიკა“ (მოდულები/სპეციალიზაციები: კომპიუტერული ინჟინერია, კომპიუტერული სისტემები და ქსელები, ვებ–ტექნოლოგიები);
მაგისტრატურა – „ინფორმატიკა“ (სამაგისტრო თემატიკა/სპეციალიზაცია: კომპიუტერული სისტემები და ქსელები).
დოქტორანტურა – „ინფორმატიკა“.

ინფორმატიკის ბაკალავრი კომპიუტერული ინჟინერიის, კომპიუტერული სისტემების და ქსელების სპეციალიზაციებით მიიღებს თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას შემდეგი ამოცანების გადასაწყვეტად:
  • კომპიუტერული სისტემების კონფიგურირება და ექსპლუატაცია;
  • კომპიუტერული სისტემების დაპროექტებაში, დამუშავებაში, ინტეგრირებასა და დანერგვაში მონაწილეობის მიღება;
  • კომპიუტერული სისტემების, მათ შორის მონაცემთა ბაზებით აღჭურვილი სისტემების, ჩაშენებული მიკროპროცესორული სისტემების აპარატურული და პროგრამული უზრუნველყოფის  დამოუკიდებელი ექსპლუატირება, სერვისული მომსახურება და გამართვა;
  • კომპიუტერული ქსელების აპარატურული და პროგრამული უზრუნველყოფის  დამოუკიდებელი ექსპლუატაცია, სერვისული მომსახურება და გამართვა;
  • კომპიუტერული ქსელის ადმინისტრირება.

ლაბორატორიული სწავლების მეთოდი
კომპიუტერული ინჟინერიის დეპარტამენტის  სტუდენტების განკარგულებაშია უახლესი ტექნიკით აღჭურვილი საფაკულტეტო „ინფორმატიკისა და მართვის სისტემების სასწავლო – სამეცნიერო  ლაბორატორია“.  პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობები ტარდება ლაბორატორიის ტექნოლოგიურ აღჭურვილობაზე და კომპიუტერულ კლასებში.

კომპიუტერული ინჟინერიის  კურსდამავრებულებს (ბაკალავრებს და მაგისტრებს) შეეძლებათ მუშაობა მეურნეობის ყველა სფეროში, სადაც გამოიყენება ციფრული ტექნოლოგიები 
ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების  -  თქვენი დასაქმების სფეროები:
  • კომპიუტერული სისტემები და პერიფერიული მოწყობილობები (წარმოება, დისტრიბუცია და სერვისი);
  • საოფისე და საწარმოო კომპიუტერული ქსელები;
  • ტექნოლოგიური პროცესების მართვის კომპიუტერიზებული სისტემები და ავტომატიკა (ნებისმიერი პროფილის თანამედროვე საწარმო);
  • IT პროფილის კომპანიები;
  • საბანკო კომპიუტერული სისტემები;
  • სამხედრო დანიშნულების კომპიუტერული სისტემები;
  • სამედიცინო დანიშნულების კომპიუტერული სისტემები;
  • საავტომობილო კომპიუტერული სისტემები;
  • ენერგეტიკული დანიშნულების კომპიუტერული სისტემები;
  • წყალმომარაგების და გაზმომარაგების კომპიუტერული სისტემები;
  • საყოფაცხოვრებო ტექნიკა კომპიუტერული მართვით;
  • გამზომი და აღრიცხვის კომპიუტერული მოწყობილობები და სისტემები;
  • მობილური და სტაციონალური საკომუნიკაციო ციფრული საშუალებები;
  • საგამომცემლო და პოლიგრაფიული კომპიუტერიზირებული სისტემები;
  • კომპიუტერიზებული მულტიმედია სისტემები;
  • სასტუმროების და რესტორნების კომპიუტერული აღჭურვილობები;
  • ”ჭკვიანი სახლის” კომპიუტერული აღჭურვილობები;
  • დაცვის კომპიუტერიზებული სისტემები;
  • სათამაშო და გასართობი კომპიუტერიზებული სისტემები; 
  • და სხვა.
კომპიუტერული ინჟინერიის დეპარტამენტი
მეცნიერება
დეპარტამენტის თანამშრომლები ეწევიან აქტიურ სამეცნიერო და საინჟინრო საქმიანობას. დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ  სხვადასხვა წლებში მოპოვებულია საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს, გაეროს, USAID–ის, უკრაინის სამეცნიერო-ტექნოლოგიური ცენტრის,  საქართველოს საინჟინრო აკადემიის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო გრანტები, რომელთა შესრულებაში მონაწილეობას იღებენ სწავლების სამივე საფეხურის სტუდენტები.
სტუდენტებს საშულება აქვთ ჩაერთონ რეალურ საინჟინრო და სამეცნიერო საქმიანობაში.
კომპიუტერული ინჟინერიის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ სტუდენტთა მონაწილეობით შესრულებულია რიგი საინჟინრო პროექტებისა:
  • ელექტროენერგიის გასაღებისა და აბონენტებთან ანგარიშსწორების ავტომატიზებული სისტემა (ეგაასი);
  • ჰიდროაგრეგატის მონიტორინგისა და მართვის სისტემა;
  • ჰიდროელექტროსადგურებში ელექტრული პარამეტრების მონიტორინგისა და 
  • ასახვის სისტემა;
  • სამედიცინო პერსონალის ატესტაციის პროგრამული სისტემა;
  • სტუდენტთა აკადემიური მოსწრების მონიტორინგის სისტემა;
  • პედაგოგთა ბიომეტრიული რეგისტრირების სისტემა;
  • მაღალი ძაბვის ქვესადგურების მონიტორინგისა და მართვის  სისტემა;
  • ბიომეტრიული საარჩევნო სისტემა;
  • და სხვა.
კომპიუტერული ინჟინერიის დეპარტამენტი აქტიურად თანამშრომლობს უცხოურ კვლევით ცენტრებთან და უნივერსიტეტებთან.


კომპიუტერული ინჟინერიის დეპარტამენტი
აკადემიური პერსონალი
კომპიუტერული ინჟინერიის დეპარტამენტი დაკომპლექტებულია გამოცდილი, კვალიფიციური და ახალგაზრდა კადრებით. პროფესურას წარმოადგენენ  მეცნიერებათა დოქტორები, მეცნიერებათა კანდიდატები, აკადემიური დოქტორები. დეპარტამენტში მოღვაწეობენ  საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიიის და საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრები, საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურიატები მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში, გამომგონებლები, ღირსების ორდენის კავალრები.

კომპიუტერული ინჟინერიის დეპარტამენტი
დეპარტამენტის ისტორია


კომპიუტერული ინჟინერიის დეპარტამენტი
ჩვენი კურსდამთავრებულები