ისტორია

957 წელს შეიქმნა ავტომატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი, ფაკულტეტის პირველი დეკანი იყო პროფესორი გიორგი ტყეშელაშვილი, შემდეგ გ. სეხნიაშვილი, ლ. გაჩეჩილაძე, ნ. ლომინაძე ამჟამად ფაკულტეტის დასახეელებაა „ინფორმატიკისა და მართვის სისტემების“ დეკანი არის პროფესორი ზურაბ წვერაიძე.
1954 წელს დაარსდა საწარმოო პროცესების ავტომატიზაციის კათედრა, იმ დროს არსებული ხელსაწყოთმშენებლობის კათედრა, რომელსაც სათავეში ედგა პროფესორი ნიკოლოზ გაბაშვილი, შემდეგ კათედრა გარდაიქმნა ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის კათედრა. 1962 წელს კათედრა გაიყო გამოთვლითი ტექნიკის და ავტომატიკისა და ტელემექანიკის კათედრებად გამოთვლითი ტექნიკის კათედრას ხელმძღვანელობდა პროფესორი ნ. გაბაშვილი, ხოლო ავტომატიკისა და ტელემექანიკის კათედრას - პროფ. გ. ტყეშელაშვილი.
1961 წელს ნ. გაბაშვილის ინიციატივით გაიხსნა ავტომატიკისა დაგამოთვლითი ტექნიკის საპრობლემო ლაბორატორია. საპრობლემო ლაბორატორიაში დამუშავებული იქნა მრავალისამეცნიერო-ტექნიკური სამუშაო: უკონტაქტო ტელემექანიკის სისტემის შექმნაზე, რომლებიც დანერგილი იქნა ტყვარჩელის და ტყიბულის მაღაროებში და რუსთავის ოპტობოჭკოვან ქარხანაში; გაშლილი იყო სამუშაოები ოპტიმალური მართვის და პროგრამირების გამოყენებაზე სატრანსპორტო ამოცანებისათვის; ღრმა ბურღვის რეჟიმების ოპტიმიზაციაზე; ორთაჭალისა და ხრამის ელექტროსადგურებისათვის დამზადდა ელექტროფიდრავლიკური რეგულატორი; ექსტრაციის პროცესის ჯგუფური პროგრამული მართვის სისტემა, ქიმიური ბიჭკოს ქარხანაში; ავტობუსების მოძრაობის განრიგის შედგენის ავტომატური სისტემა “ავტოტრანსტექნიკისათვის: საქართველოს ენერგოსისტემის განვითარების მათემატიკური მოდელი; მრავალპროცესორიანი გამოთვლითი მოწყობილობების სტრუქტურების მოდელები და პროგრამული უზრუნველყოფა, მოსკოვის მართვის სესტემების ინსტიტუტთან, რომელსაც ხელმძღვანელობდა სახელოვანი მეცნიერი ბატონი ივერი ფრანგიშვილი. შეძენილი იქნა იმ პერიოდის უნივერსალური ელექტრონული გამოთვლითი მანქანები “Урал – 2”, M – 20 EC – 1033, CM – 4.
ნ. გაბაშვილი ღირსეულად ითვლება საქართველოში საწეარმოო პროცესების ავტომატიზაციის ფუძემდებლად. მის გვერდით მუშაობდნენ ახალგაზრდა სპეციალისტები: კ. კამკამიძე, გ. ჩოგოვაძე, გ. გოგიჩაიშვილი, ნ. ლომინაძე, ლ. ჩხაიძე, ე. ჯიმშელეიშვილი, ო. ქართველიშვილი, მ. გოთოშია. ა. ედიბერიძე, ზ. წვერაიძე, დ. წულაია, ბ. მებუკე, თ. ჯვარშეიშვილი, მ. კაჯაროვი, ი. ზედგინიძე, მ. მომცელიძე, ნ. ჩიქოვანი, ი. როდონაია, გ. თურქია, თ. წუწუნავა, ნ. თურქია, მ. კახაძე, ო. მელაძე, მ. ანდღულაძე, ვ. ჭანკოტაძე, მ. ღოღობერიძე, ი. ბა;ანჩივაძე, ა. ჩაჩაშვილი,თ. წულუკიძე, მ. მირიმანაშვილი, თ. დოლიძე. ნ. ვეფხვაძე, ე. ქასრაშვილი, ლ. ნადაშვილი, ს. ბუაჩიძე, ა. თუშიშვილი და სხვა. ლაბორატორიის თანამშრომლები კითხულობდნენ ლექციებს შეთავსებით. დისერტაციის შემდეგ მათი უმეტესობა მუშაობას განაგრძობდა ფაკულტეტის კათერაზე.
1971 წელს გ. ჩოგოვაძის და გ. გოგიჩაიშვილი ინიციატივით შეიქმნა მართვის ავტომატიზირებული სისტემების კათედრა.
საზომი საინფორმაციო ტექნიკის კათედრის გამგედ, გ. ზედგინიძის გარდაცვალების შემდეგ, არჩეულ იქნა ირაკლი ზედგინიძე, ავტომატიკისა და ტელემექანიკის კათედრის გამგედ კი გიორგი ტყეშელაშვილის გარდაცვალების შემდეგ ალმასხან გუგუშვილი.
1975 წელს ბატონი მ.გოთოშიას ინიციატივით და ხელმძღვანელობით, ‘გამოთვლითი ტექნიკის“ კათედრას გამოეყო კათედრა „გამოთვლითი ტექნიკის გამოყენება საინჟინრო და ეკონომიკურ გაანგარიშებებში“. მ. გოთოშიას გარდაცვალების შემდეგ კათედრას ხელმძღვანელობდნენ ე. ჯიმშელეიშვილი, გ. ძიძიგური, ზ. წვერაიძე და თ. მაჭარაძე.
1975 წლიდან გამოთვლითი ტექნიკის კათედრას, ნ. გაბაშვილის გარდაცვალების შემდეგ, ხელმძღვანელოს კონსტანტინე კამკამიძე. კათედრას დაერქვა „ კომპიუტერული სისტემების და ქსელების“ კათედრა. (მცირე ხნით კათედრის გამგე იყო დოცენტი ბ. მებუკე).
ფაკულტეტს მჭიდრო კავშირი ჰქონდა საქართველოს საინჟინრო აკადემიასთნ, რომელსაც სათავეში ედგა აკადემიკოსი ივერი ფრანგიშვილი. ამჟამად აკადემიის წევრ–კორესპონდენტი არჩილ ფრანგიშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექტორი.
ფაკულტეტის თანამშრომლობდა საქართველოში არსებულ სამეცნიერო–ტექნიკურ გაერთიანებებთან „ელვასთან“, „მიონთან“, „ალგორითმთან“.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შემდეგ, 2005 წელს ფაკულტეტს შემოუერთდა საინჟინრო ფიზიკის ფაკულტეტი და მათემატიკის ყოფილი სამი კათედრა, რამაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ფაკულტეტის, როგორც სასწავლო, ასევე მეცნიერული პოტენციალის ამაღლებაში.
2006 წლის შემდეგ ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი მოიცავს ხუთ დეპარტამენტს:
  1. კომპიუტერული ინჟინერიის;
  2. ორგანიზაციული მართვის;
  3. საინჟინრო კიბერნეტიკისა და ხელსაწყოთმშენებლობის;
  4. ფიზიკის;
  5. მათემატიკის.