მათემატიკის დეპარტამენტის ისტორია

თბილისში 1919-1921 წლებში არსებობდა რუსული პოლიტექნიკური ინსტიტუტი (პოლიტექნიკუმი), რომლის მათემატიკის კათედრაზე მუშაობდნენ გ. ხარაზოვი, ზ. ელიაშევიჩი, ასისტენტები ნ. ბერგი და ლ. ლეიბენზონი. 1921 წლიდან იმავე ინსტიტუტში მათემატიკის სწავლებას სათავეში ჩაუდგა გამოჩენილი ქართველი მათემატიკოსი პროფესორი ანდრია რაზმაძე.
1922 წლის 16 იანვარს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზეიმოდ გაიხსნა პოლიტექნიკური ფაკულტეტი. პოლიტექნიკური ფაკულტეტის სტუდენტებს პირველი ლექცია მათემატიკაში წაუკითხა ანდრია რაზმაძემ.
ფაკულტეტის გახსნის პირველი დღიდანვე მათემატიკის თეორიულ კურსს ასწავლიდა მათემატიკური სკოლის ფუძემდებელი ოთხეული: ანდრია რაზმაძე, გიორგი ნიკოლაძე, ნიკო მუსხელიშვილი და არჩილ ხარაძე. საასისტენტო მოღვაწეობას ეწეოდნენ ანდრია ბეგიაშვილი, ივანე გვარიშვილი, უფრო გვიან კი - ლევან გოკიელი.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკური ფაკულტეტისა და თბილისის პოლიტექნიკუმის ბაზაზე 1928 წელს შეიქმნა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომლის რექტორად დაინიშნა დავით კანდელაკი, ხოლო ინსტიტუტის პრორექტორად სასწავლო ნაწილში - ნიკოლოზ მუსხელიშვილი.
ახლად შექმნილ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჩამოყალიბდა სხვადასხვა საგნობრივი კომისიები. მათემატიკურ საგნობრივ კომისიაში გაერთიანდა უმაღლესი მათემატიკა, თეორიული მექანიკა და მზახველობითი გეომეტრია. ამ კომისიის თავმჯდომარედ ნ. მუსხელიშვილის წინადადებით გ. ნიკოლაძე აირჩიეს, ხოლო დროებითი მოადგილეობა თვით ნ. მუსხელიშვილმა იკისრა.
ქართულ სექტორზე 1928 წლის სექტემბრიდან მათემატიკის ჯგუფის საგნებისა და ლექტორების სია ასეთი იყო:
ქართული სექტორი:
  • ანალიზი I – II - გ. ნიკოლაძე, ი. გვარაშვილი, ლ. გოკიელი, გ. კონიაშვილი,ა. რუხაძე,
  • ანალიზური გეომეტრია - გ. ნიკოლაძე, ნ. მგელაძე
  • მექანიკა I - ა. ბეგიაშვილი, ვ. კუპრაძე
  • მხაზველობითი გეომეტრია - გ. ნიკოლაძე, ი. გვარაშვილი, ა. გულისაშვილი
  • მექანიკა II - ნ. მუსხელიშვილი, ა. ბეგიაშვილი, ვ. კუპრაძე
რუსულ სექტორი:
  • ანალიზი I – II - ნ. ბერგი, ნ. ბარანოვსკი, კ. მარჯანიშვილი
  • ანალიზური გეომეტრია - გ. გოლუბი, კ. მარჯანიშვილი
  • თორიული მექანიკა I - გ. გოლუბი, კ. მარჯანიშვილი
  • თეორიული მექანიკა II - ნ. მუსხელიშვილი
  • მხაზველობითი გეომეტრია - ნ. ბარანოვსკი.
1929 წლის დეკემბერში სტუდენტთა დამატებითი კონტიგენტის მიღებასთან დაკავშირებით საჭირო გახდა საშუალო სკოლის მასწავლებელთა მოწვევა ინსტიტუტში, ესენი იყვენენ ცნობილი მასწალებლები: ა.დევიძე, ი.გაჩეჩილაძე, ნ.კვინიკაძე, ნ.ფლორინსკი, გ.გეგელაშვილი. ამავე დროს მეცნიერ-თანამშრომლებად აირჩიეს გ.ხაჟალია, ი.მეცხვარიშვილი, ა.გორგიძე. ამ დროისათვის ინსტიტუტში მუშაობდნენ აგრეთვე ა.ხარაძე, დ.ვაშაკიძე, შ.მიქელაძე, ა.ელიაშვილი.
ამ წელს შემოღებული იქნა ჯგუფურ-ლაბორატორიული მეთოდით მეცადინეობა, რომლებსაც ატარებდნენ: კ.მარჯანიშვილი, გ.გეგელაშვილი, ა.ხარაძე, ნ.ბერგი, ნ.ფლორინსკი, ნ.მგელაძე, ნ.კვინიკაძე, ვ.გიგინეიშვილი, ნ.ბარანოვსკი, ა.გორგიძე და ი.მეცხვარიშვილი. ამავე საქმიანობისათვის 1930 წელს მოწვეულები იყვნენ: ინჟინერი მელიქ-ფარსადანოვი, მ.მირიანაშვილი, დ.დოლიძე.
მუშათა კადრების უმაღლეს სკოლაში მისაზიდად დააარსეს მოსამზადებელი ჯგუფები, რომლებშიც მათემატიკას ასწავლიდნენ: ვ.ჭელიძე, ვ.გოგოლაძე, ე.ხარაძე, შ.მიქელაძე.
1930 წელს პოლიტექნიკურ ინსტიტუტი კვლავ დაიშალა ცალკე დარგების მიხედვით სასწავლო ინსტიტუტებად: სამშენებლო, სატრანსპორტო, სამთო-მეტალურგიული, ქიმიურ-ტექნოლოგიური, ენერგეტიკული და სამელიორაციო. მათში მათემატიკას ასწავლიდნენ იგივე კადრები, რომლებიც პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მუშაობდნენ.
1931 წელს თბილისის უნივერსიტეტი პედაგოგიურ ინსტიტუტად გადაკეთდა. ქართული მათემატიკული სკოლის მთავარ ბაზად ამ წლიდან ხდება საქართველოს სამშენებლო ინსტიტუტი, მათემატიკის სწავლების მთელი სიმძიმე ნ.მუსხელი­შვილსა და ა.ხარაძეს დააწვათ.
1932 წლიდან დაიწყო დარგობრივი ინსტიტუტების გაერთიანება. 1936 წელს თბილისში მხოლოდ ორი დიდი უმაღლესი ტექნიკური სასწავლებელია: კიროვის სახელობის საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი და თბილისის ლენინის სახელობის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი. ამ უკანასკნელში მათემატიკის კათედრას ხელმძღვანელობდა ჯერ ა.ხარაძე, შემდეგ შ.მიქელაძე, ე.წითლანაძე, დ.ავა­ზა­შვილი. მექანიკის კათედრას - ნ.მუსხელიშვილი, შემდეგ ი.ვეკუა, ი.კვირკველია, შ.მიქელაძე.
ინდუსტრიულ ინსტიტუტში უმაღლესი მათემატიკის კათედრას ხელმძღვანელობდა ჯერ ა.ხარაძე, შემდეგ ვ.კუპრაძე, ხოლო 1944 წლიდან მას სათავეში ჩაუდგა ა.რუხაძე. 1958 წლიდან კათედრის გამგე გახდა დ.ავაზაშვილი. სხვადასხვა წლებში ამ ინსტიტუტში მუშაობდა დოც. ნ.ართმელაძე, რომელმაც შემდგომში გააგრძელა ხანგრძლივი პედაგოგიური მოღვაწეობა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში.
1959 წელს საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი და თბილისის რკინიგზის ინსტიტუტი კვლავ გაერთიანდა და შეიქმა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომლის უმაღლესი მათემატიკის კათედრის გამგედ დაინიშნა პროფესორი დ.ავაზაშვილი. მისი გარდაცვალების (1984 წ.) შემდეგ კათედრის გამგედ არჩულ იქნა პროფ. ა.ლაშხი (1984 წლის მაისიდან 1985 წლის აგვისტომდე), 1986 წელს იგი პროფ. ლ.მძინარიშვილმა შეცვალა.
1962 წელს ცალკე დაარსდა უმაღლესი მათემატიკის კათედრა დაუსწრებელი და საღამოს სწავლების განყოფილების სტუდენტებისთვის, რომელსაც პროფ. ბ.ხვედელიძე ჩაუდგა სათავეში. 1967 წელს იგი პროფ. ს.თოფურიამ შეცვალა.
1970 წელს ცალკე დაარსდა უმაღლესი მათემატიკის კიდევ ერთი კათედრა, რომლის ხელმძღვანელადაც დაინიშნა პროფ. ს.შათაშვილი. 1987 წელს იგი პროფ. დ. ნატროშვილმა შეცვალა.
1990 წელს საქართველოს პოლიტექნიკურმა ინსტიტუტმა სახელწოდება „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი“ მიიღო.
2007 წელს უმაღლესი მათემატიკის სამი კათედრის ბაზაზე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შეიქმნა მათემატიკის დეპარტამენტი, რომლის ხელმძღვანელად დაინიშნა პროფ. დ.ნატროშვილი. დეპარტამენტი აერთიანებდა სამ მიმართულებას: ალგებრისა და გეომეტრიის მიმართულებას - ხელმძღვანელი პროფ. ლ.მძინარიშვილი, მათემატიკური ანალიზის მიმართულებას - ხელმძღვანელი პროფ. ს.თოფურია და მათემატიკური ფიზიკის მიმართულებას - ხელმძღვანელი პროფ. ლ.გიორგაშვილი.
2012 წელს მიმართულებები გაუქმდა.
2012 წლიდან მათემატიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელია პროფ. დ.ნატროშვილი.
2008 წლიდან საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პირველად ამოქმედდა მათემატიკის სპეციალობის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები.
ამჟამად საქართველოს ტექ­ნი­კურ უნი­­ვერსიტეტში მათემატიკის სპეციალობაზე სწავლებას წარ­მარ­­თავენ მაღალკვალიფიციური პროფესორები, მსოფლიოში აღიარებული მეცნიერ-მათემატიკო­სე­ბი. მათ მჭიდრო სამეცნიერო კონტაქტები აქვთ საზღვარგარეთის ისეთ წამყვან სამეცნიერო ცენტრებთან და უნივერსიტეტებთან, როგორიცაა ლონდონის იმპერიალ კოლეჯი და ლონდონის ბრუნელის უნივერსიტეტი - დიდი ბრიტანეთი, ვაშინგტონის ჰავარდის, დელავერის და ფლორიდის უნივერსიტეტები - აშშ, შტუტგარტის და კარლსრუეს უნივერსიტეტები - გერმანია, ათენის უნივერსიტეტი - საბერძნეთი, ლისაბონის ტექნიკური უნივერსიტეტი და ავეიროს უნივერსიტეტი - პორტუგალია, რენეს უნივერსიტეტი - საფრანგეთი, კრაკოვის ტექნიკური უნივერსიტეტი და პოზნანის უნივერსიტეტი - პოლონეთი და სხვა. ისინი აწარმოებენ ერთობლივ სამეცნიერო კვლევებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საზღვარგერეთის უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული მემორანდუმების ფარგლებში, აგრეთვე საერთაშორისო საგრანტო ბაზაზე.