მათემატიკის დეპარტამენტი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
მათემატიკის დეპარტამენტი
სასწავლებლად გიწვევთ
მათემატიკის სპეციალობაზე
ოცდამეერთე საუკუნეში სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესი წარმოუდ­გე­ნე­ლია მათემატიკის გამოყენების გარეშე. საბუნებისმეტყველო, საინ­ჟინ­რო, ინფორმაციული და ეკონომიკური დარგების განვითარება მოითხოვს ფარ­თო და ღრმა მათემატიკურ განათლებას. მათემატიკური მეთოდების გამო­ყე­ნე­ბას თანამედროვე ეტაპზე გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ტექნოლოგიური და ინდუსტრიული პროცესების, საბანკო-ეკონომიკური და მმართველობითი სისტემების სფეროებში, რაც გამოიხატება აღ­ნიშ­ნული მიმართულებებით მათემატიკოსებზე სულ უფრო მზარდ მოთხოვნილებაში.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მათემატიკის სპეციალობაზე სწავლა მიმდინარეობს სამივე საფეხურის (საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო) აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე.
სა­ბა­კა­ლავრო სწავლება მიზნად ისახავს ფართო და ღრმა საბაზო განათ­ლებას, ძირითადი მათემატიკური უნარების ჩამოყალიბებასა და მათემატიკური აზროვნების განვი­თა­რებას, ასევე ინფორმატიკის, მათემატიკური ეკონომიკისა და დაპროგრამების საფუძვლების დაუფლებას. მათემატიკის საბაკალავრო საფეხურის კურსდამთავრებულებს შეეძლებათ დაიწყონ საქმიანობა საინჟინრო, ეკონომიკურ, საბანკო-საფინანსო, სადაზღვევო და სხვა სფეროებში, სადაც გამოიყენება მათემატიკური მეთოდები, აგრეთვე, სწავლა გააგრძელონ მაგის­ტრა­ტუ­რის საფეხურზე მათემატიკაში და მონათესავე დარ­­გე­ბ­ში.
მათემატიკის სამაგისტრო საფეხურის გავლის შემდეგ სტუდენტებს ზემოთ ჩამოთვლილი სფეროების გარდა, შეეძლებათ მუშა­ო­ბა უმაღლეს სასწავლებლებში და სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციებში. წარ­ჩი­ნებულ მაგისტრანტებს საშუალება ექნებათ სწავლა გააგრძელონ დოქტო­რან­ტუ­რაში როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში, მონაწილეობა მიიღონ ად­­გილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებში და საგრანტო პროგ­რა­მებში.
მათემატიკის სადოქტორო პროგრამის წარმატებით დამთავრების შემდეგ დოქტორანტს ენიჭება კვალიფიკაცია „მათემატიკის აკადემიური დოქტორი“. მას შეეძლება მუშაობა უმაღლესი სასწავლებლში ასისტენტ პროფესორის, ასოცირებული პროფესორის და პროფესორის თანამდებობაზე, აგრეთვე მათე­მა­ტიკის, ინფორმატიკის, ეკონომიკის, საფინანსო, საინ­ჟინრო, ბიოლოგიის, გეოფიზიკის, აერონავტიკის კვლევით ცენტრებში, ლაბორატორიებსა და ორგანიზაციებში, სადაც მიმდინარეობს მათე­მა­ტი­კური მეთოდებით მეცნიერებისა და ტექნიკის აღნიშნული დარ­გე­ბის პრობლემების კვლევა.
საქართველოს ტექ­ნი­კურ უნი­­ვერსიტეტში მათემატიკის სპეციალობაზე სწავლებას წარ­მარ­­თავენ მაღალკვალიფიციური პროფესორები, მსოფლიოში აღიარებული მეცნიერ-მათემატიკო­სე­ბი. მათ მჭიდრო სამეცნიერო კონტაქტები აქვთ საზღვარგარეთის ისეთ წამყვან სამეცნიერო ცენტრებთან და უნივერსიტეტებთან, როგორიცაა ლონდონის იმპერიალ კოლეჯი და ლონდონის ბრუნელის უნივერსიტეტი - დიდი ბრიტანეთი, ვაშინგტონის ჰავარდის, დელავერის და ფლორიდის უნივერსიტეტები - აშშ, შტუტგარტის და კარლსრუეს უნივერსიტეტები - გერმანია, ათენის უნივერსიტეტი - საბერძნეთი, ლისაბონის ტექნიკური უნივერსიტეტი და ავეიროს უნივერსიტეტი - პორტუგალია, რენეს უნივერსიტეტი - საფრანგეთი, კრაკოვის ტექნიკური უნივერსიტეტი და პოზნანის უნივერსიტეტი - პოლონეთი და სხვა. ისინი აწარმოებენ ერთობლივ სამეცნიერო კვლევებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საზღვარგერეთის უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული მემორანდუმების ფარგლებში, აგრეთვე საერთაშორისო საგრანტო ბაზაზე. ეს საერთაშორისო კონტაქტები იძლევა იმის შესანიშნავ წინაპირობას, რომ ჩვენი უნივერსიტეტის ბაკალავრიატის წარჩინებულმა კურსდამთავრებულებმა, სურვილის შემთხვევაში, სწავლა გააგრძელონ ზემოაღნიშნული უნივერსიტეტების სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე მათემატიკის სპეციალობით, მონაწილეობა მიიღონ ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო თემების კვლევაში.
გიზიდავთ ინტელექტუალური კარიერა?
მობრძანდით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მათემატიკის სპეციალობაზე სწავლის გასაგრძელებლად!
მათემატიკის დეპარტამენტის ისტორია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში
საგანმანათლებლო პროგრამა

აკადემიური პერსონალი