მართვის ავტომატიზებული სისტემების (პროგრამული ინჟინერიის) დეპარტამენტი
IT-კონსალტინგის სამეცნიერო-კვლევის ცენტრი

2010 წელს შეიქმნა და დღესაც ფუნქციონირებს „IT-კონსალტინგის სამეცნიერო-კვლევის ცენტრი“ (პროფ. გ. სურგულაძე). ცენტრის მიზანია:

  • IT-სფეროში სამეცნიერო-კვლევითი, საინჟინრო-საპროექტო და საკონსულტაციო-მეთოდური შეკვეთების შესრულება
  • კორპორაციული მართვის სისტემების ბიზნეს-პროცესების ობიექტ-ორიენტირებული მოდელირების, ანალიზის, დაპროექტებისა და პროგრამული რეალიზაციის უახლესი მეთოდებისა და ინსტრუმენტების კვლევა, მათი სრულყოფა და ადაპტაცია პრაქტიკული ამოცანების გადასაწყვეტად
  • კორპორაციული მართვის სისტემებისთვის მოთხოვნილებათა ანალიზის და სტრატეგიული განვითარების გეგმების აგების პროცესების ავტომატიზაცია მეცნიერული კონსალტინგის მეთოდებისა და IT–ინფრასტრუქტურის დანერგვის ბაზაზე
  • ინფორმატიკის დიდაქტიკის მიმართულების განვითარება, ინფორმაციული ტექნოლოგიების ხარისხიანი და ეფექტური სწავლების მეცნიერული მეთოდიკის დამუშავების მიზნით
  • სამეცნიერო სემინარების, კონფერენციების, სიმპოზიუმების ორგანიზება და მათში მონაწილეობა
  • საერთაშორისო სამეცნიერო პერიოდული ჟურნალების, კონფერენციის მასალების და ფაკულტეტის თანამშრომელთა სხვა სამეცნიერო ლიტერატურის გამოცემა
  • საერთაშორისო სამეცნიერო შრომების თემატური კრებულის "მართვის ავტომატიზებული სისტემები" პერიოდული გამოცემა (რედაქტორი პროფ. გ.სურგულაძე)