პრაქტიკა

პრაქტიკის შესახებ

სტუდენტური პრაქტიკა ბოლნისისა და ყაზბეგის რაიონებში

დეპარტამენტი ყოველწლიურად უზრუნველყოფს ორ  სასწავლო-გეოლოგიურ პრაქტიკას საველე პირობებში:

გეოლოგიური პრაქტიკა დაბა კაზრეთში


სტუდენტთა გეოლოგიური პრაქტიკისთვის ბოლნისის რაიონი გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის მიერ შერჩეულ იქნა გეოლოგიური და მინერალოგიური ფაქტორების მიხედვით. ამ რაიონში მდებარეობს მადნეულის ბარიტ-სპილენძ-კოლჩედანური საბადო, რომლის დამუშავებაც ამჟამად მიმდინარეობს და ოქროს საბადო. აღნიშნულ საბადოებზე სტუდენტები ეცნობიან მადნებს, მადნეულ მინერალებს,  ოქროსშემცველ კვარციტებსა და მათი გამდიდრების ტექნოლოგიას.

 
 

ოლნისის რაიონის გეოლოგიურ აგებულებაში მონაწილეობს პალეოზოური ასაკის კრისტალური ქანები, მეზოზოური ვულკანოგენური და დანალექი ქანები, კაონოზოური ინტრუზიული სხეულები და დოლერიტული შედგენილობის ლავური ნაკადები. ასევე ბოლნისში მდებარეობს ცნობილი ზოლიანი ტუფის საბადო - ფახრალოს (ტალავერის) ტუფის საბადო. აქედან გამომდინარე, სტუდენტ-პრაქტიკანტებს საშუალება აქვთ გაეცნონ ქანების მრავალფეროვნებას.

 
 

მავე რაიონში მრავალი არქიტექტურული ძეგლია: ბოლნისის სიონი, წუღრუღაშენი, ქვეშის ციხე, სულხან-საბა ორბელიანის სახლ-მუზეუმი და სხვა.

 
                                             
 
                                          
არანაკლებ მნიშვნელოვანია დაბა კაზრეთში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კეთილმოწყობილი სამეცნიერო-კვლევითი ბაზა, რომელშიც სტუდენტებისათვის ნორმალური საყოფაცხოვრებო პირობებია.


გეოლოგიური პრაქტიკა დაბა სტეფანწმინდაში


ყაზბეგის რაიონის პრაქტიკისთვის შერჩევა იმ ფაქტორმა გამოიწვია, რომ ეს რაიონი მდებარეობს კავკასიონის ნაოჭა სისტემის ფარგლებში, ხოლო ბოლნისის რაიონი მდებარეობს ართვინ-ბოლნისის ბელტზე, სადაც ნალექების ქვეშ მდებარე მტკიცე კრისტალური სუბსტრატი განაპირობებს წყებების შედარებით სუსტ დანაპრალიანებას.
ამგვარად, სტუდენტებს ორი პრაქტიკის გავლის დროს საშუალება ეძლევათ გაეცნონ გეოლოგიურად ორ განსხვავებულ რეგიონს.
ყაზბეგის რაიონში (დარიალის ხეობაში) გაშიშვლებულია პალეოზოური ასაკის გრანიტოიდები, იურული ასაკის თიხაფიქლები, რაიონის სამხრეთ ნაწილში კი - ცარცული კარბონატული ნალექები.




ყაზბეგის რაიონში ფართოდაა გავრცელებული პლიოცენურ-მეოთხეული ასაკის ანდეზიტური და დაციტური ვულნაური ქანები. აქ მნიშვნელოვანი ვულკანური ცენტრებია მყინვარწვერი, ქაბარჯინა და სხვა.




ამგვარად სტუდენტები ეცნობიან კავკასიონის ქედის გეოლოგიურ აგებულებას და მის აგებულებაში მონაწილე ქანების მთელ მრავალფეროვნებას.



                                                    

  


საწარმოო პრაქტიკა


პრაქტიკა ტარდება დეპარტამენტის სასწავლო-საწარმოო ბაზაზე, სადაც ხორციელდება საიუველირო და სანახელავო ქვების დამუშავება; ძვირფასი ლითონების დამუშავება; ატომურ-აბოსრბციული მეთოდის, მიკრორენტგენოსპექტრული ანალიზის, სპექტროფოტომეტრიის მეთოდების დაუფლება.