გეოლოგიის დეპარტამენტი

მაგისტრანტებმა გრანტი მოიპოვეს

01/17/2018
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორმა მაგისტრანტმა, რუსუდან მეტრეველმა (ხელმძღვანელი, პროფ. ნოდარ ფოფორაძე) და ნიკო ფოფორაძემ (ხელმძღვანელი პროფ. მარინე მარდაშოვა) შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მაგისტრანტთა სასწავლო კვლევითი პროექტების გრანტი მოიპოვეს. სასიხარულოა, რომ კონკურსის ორივე გამარჯვებული სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის მაგისტრანტია.
რუსუდან მეტრეველი გეოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის მეორე კურსის მაგისტრანტია. მისი პროექტი და, შესაბამისად, სამაგისტრო ნაშრომი, „ძველი და ახალი ქვევრების მინერალური და პეტროგრაფიული შედგენილობისა და დამზადების ტექნოლოგიის შესწავლა“, მეტად აქტუალურია, რადგან ქვევრის დამზადებისათვის საჭირო ნედლეულისა და მათგან დამზადებული ქვევრების ტექნოლოგია ჯერ კიდევ  არ არის სათანადოდ გამოკვლეული.
ნიკო ფოფორაძე სამთო და გეოინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამის მეორე კურსის მაგისტრანტია. მისი პროექტი და, შესაბამისად, სამაგისტრო ნაშრომი, „ქალაქ თბილისის შემოვლითი რკინიგზის ჰიდროგეოლოგიური და საინჟინრო გეოლოგიური პირობების შეფასება და ანალიზი“, რომელიც თბილისის შემოვლით რკინიგზას ეხება, თანამედროვე მშენებლობისა და რეკონსტრუქციის  პირობებში  ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ობიექტია.

სიახლეებში დაბრუნება