გეოლოგიის დეპარტამენტი

გრანტით შეძენილი სასწორი

01/12/2018 გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის ქიმიური და ფიზიკური მეთოდებით კვლევის სასწავლო ლაბორატორიამ შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით შეიძინა თანამედროვე ისო 9001 შესაბამისი ანალიზური სასწორი სიმკვრივის განმსაზღვრელი დანამატით. ანალიზური სასწორი პოლონური წარმოების “RADWAG” ფირმისაა და შესაძლებელია 0.0001 სიზუსტით 210გრ. წონამდე მოვახდინოთ აწონვა. ანალიზური სასწორი აღჭურვილია სიმკვრივის განმსაზღვრელი მოწყობილობით, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია საიუველირო და სანახელავო ქვებისა და საერთოდ ნებისმიერი მინერალის სიმკვრივის განსაზღვრა მაღალი სიზუსტით.
ამ წელს შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით დაგეგმილია თანამედროვე პოლარიზაციული მიკროსკოპის, საველე ლაბორატორიისა და საფრენი აპარატის „დრონის“ შეძენა.

სიახლეებში დაბრუნება