გეოლოგიის დეპარტამენტი

მე-4 საერთაშორისო კონფერენცია

12/27/2017

საქართველოს მინერალოგიური საზოგადოება და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

ატარებს საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას
საქართველოს გეოლოგიის თანამედროვე პრობლემების შესახებ:

„გეოლოგიის დარგის სიძლიერე ეკონომიკის 
აღორძინების წინაპირობაა”


29-30 მაისი, 2018 წელი


 კონფერენციის თემები:
1. საქართველოს მინერალური რესურსების როლი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერე¬ბაში;
2. მინერალოგია, პეტროლოგია, ვულკანოლოგია, გეოქიმია;
3. ლითოლოგია, სტრატიგრაფია;
4. ბუნებრივი საფრთხეები და ეკოლოგია.

კონფერენციის ჩატარების ადგილი:
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი,
0175, თბილისი, კოსტავას ქ. 77.

კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური.
მოხსენების ფორმა: ზეპირი, სასტენდო.
კონფერენციის მასალები გამოქვეყნდება თეზისების სახით.
• კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.
• რეგისტრაციისა და თეზისის წარდგენის ბოლო ვადაა - 15.03.2018 წ.
განაცხადი კონფერენციაში მონაწილეობაზე  ივსება ქართულ და ინგლისურ ენებზე. 

თეზისები მიიღება ელექტრონულ ფოსტაზე: msgeorgia2012@gmail.com
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე: www.msgeorgia2012.com

საკონტაქტო პირები:
ნოდარ ფოფორაძე 
ტელ.:  (+995) 577 42-83-47

ნანა ქიტიაშვილი
ტელ.:(+995) 598 53-10-05

ქეთევან გაბარაშვილი
ტელ.:(+995) 593 31-73-97

კონფერენციის თეზისის გაფორმების წესი:
1 - თეზისი წარმოდგენილი უნდა იყოს ინგლისურ ენაზე, ასევე  უნდა ახლდეს ქართული ან რუსული ვარიანტიც;
2 - თეზისის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს  2  გვერდს;
3 - თეზისი უნდა გაფორმდეს შემდეგი სახით:
• სათაური - დიდი ასოებით, Times New Roman, ზომა №12, მუქი;
• ავტორი (ავტორები) - დიდი ასოებით, Times New Roman, ზომა №12;
• ორგანიზაცია (№11, დახრილი);
თანაავტორები სხვადასხვა ორგანიზაციებიდან მიეთითოს ციფრებით (იხ. მაგალითი);
• ძირითადი ტექსტი - A4 ფორმატზე, Times New Roman, №12, ერთი ინტერვალით, აბზაცი 10 მმ, არეები: ზედა - 20 მმ, ქვედა – 25 მმ, მარცხენა და მარჯვენა – 20 მმ;
• ცხრილი – ნომერი მიეთითოს ზედა მარჯვენა კუთხეში, სათაური ცენტრში (№11) მუქი, ინტერვალი ცხრილამდე 10 მმ, ცხრილში შრიფტის ზომა 10-11 მმ;
• გრაფიკული მასალისა და ფოტოების ქვეწარწერები - №11;
• გრაფიკული მასალა და ფოტოები ტექსტში მიეთითოს ფრჩხილებში, მაგ.: (Fig.1) სათანადო ადგილას;  
• უხარისხო გრაფიკული და ფოტო მასალა არ მიიღება;
• დამოწმებული ლიტერატურის სია (მაქსიმუმ 5) უნდა დალაგდეს ციტირების რიგითობის მიხედვით, შრიფტი №11. ლიტერა¬ტუ¬რა წარმოდგენილი უნდა იყოს მხოლოდ ინგლისურად, დედნის ენის მითითებით მაგ.: (in Russian) (იხ. მაგალითი). ლიტერატურა ტექსტში აღნიშნული უნდა იყოს კვადრატულ ფრჩხილებში [1].
4 - თითოეულ ავტორს შეუძლია არა უმეტეს ორი თეზისის წარდგენა;
5 - თეზისები მიიღება ელ. ფოსტაზე – msgeorgia2012@gmail.com
6 - თეზისების წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 15 მარტი;
7 - ნაშრომი, რომელიც მოთხოვნის მიხედვით არ იქნება გაფორმებული, არ მიიღება;
8 - კონფერენციაში მონაწილეობის (თეზისის დაბეჭდვის) საფასური შეადგენს: მინერალოგიური საზოგადოების წევრთათვის 15 ლარს, სხვა მონაწილეთათვის 25 ლარს. თანხის გადახდის ბოლო ვადაა 2018 წლის 15 აპრილი. კონფერენციაში მონაწილეობის საფასურის გადასახდელად მონაწილეებს საბანკო რეკვიზიტები გადაეგზავნება განაცხადების განხილვის (იხ. განაცხადის ფორმა) შემდეგ. 

სასტენდო მოხსენება - ზომა - 100X80 სმ.

რედკოლეგია


კონფერენცია 2018 
Conference 2018



სიახლეებში დაბრუნება