მუზეუმი

მუზეუმის შესახებ


მ უ ზ ე უ მ ი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტში გეოლოგიური პროფილის სამი მუზეუმია: I - წიაღისეულის საბადოების; II -  გეოლოგიისა და პალეონტოლოგიისIII - მინერალოგიის და პეტროგრაფიის რომლებიც თავისი ფუნქციონალური დანიშნულებით სასწავლო-საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებას წარმოადგენს. ისინი არა მარტო ფართო პროპაგანდას უწევენ მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონების მინერალებს, ქანებს, მადნებსა და პალეონტოლოგიურ ექსპონატებს, არამედ ასევე შეუზღუდავად აწვდიან კოლექციონერებსა და დაინტერესებულ პირებს  სრულფასოვან ინფორმაციას ეროვნული და მსოფლიო თვალსაჩინო გეოლოგიური ექსპონატების შესახებ.
მუზეუმებში, პრაქტიკულ მეცადინეობებთან ერთად რეგულარულად ტარდება ექსკურსიები და სემინარები სტუდენტებისა და მოსწავლე-ახალგაზრდობისათვის.
აქ წამოდგენილია საქართველოს და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში გეოლოგთა მრავალი თაობის მიერ შეგროვილი მადნების, მინერალების, ქანების უნიკალური ნიმუშები და პალეონტოლოგიური მასალა, რომლებიც თავისი ორიგინალობით, მრავალფეროვნებითა და წარმომადგენლობით ტოლს არ უდებს სხვა ქვეყნების მუზეუმებში დაცულ ექსპონატებს.