საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

სიახლეები და მოვლენები

25 Jun

ტექნიკურ უნივერსიტეტში InnoCENS პროექტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები დაიწყო

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში Erasmus+ პროგრამის InnoCENS პროექტის ძირითადი გეგმის იმპლემენტაციის ფარგლებში,  დღეს,  სამუშაო შეხვედრები დაიწყო. ღონისძიებაში მონაწილეობენ პროექტის კონსორციუმის წევრი უნივერსიტეტებისა და სახელმწიფოების საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს (IAB) და პროექტის მენეჯმენტის საბჭოს (PMB) წარმომადგენლები.
25 Jun

სტუ-ის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი სამუშაო შეხვედრას ჩაატარებს

2019 წლის 21 ივნისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი ჩაატარებს სამუშაო შეხვედრას თემაზე: - „ენერგეტიკის დარგში დასაქმებული პერსონალის მომზადება (გადამზადება), სერთიფიცირება - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შეთავაზებები“.
24 Jun

„მსოფლიო და კავკასია“ - მე-8 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ტექნიკურ უნივერსიტეტში

2019 წლის 21 ივნისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე,  სტუ-ის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისა და საქართველოს სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის ინიციატივით, ჩატარდა რიგით მერვე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „მსოფლიო და კავკასია“.
24 Jun

Erasmus+ InnoCENS პროექტის ფარგლებში საქართველოში დაგეგმილი ღონისძიებები - IAB და PMB სამუშაო შეხვედრები

მიმდინარე წლის 24-29 ივნისს, Erasmus+ პროგრამის InnoCENS პროექტის (ინოვაციური კომპეტენციების და სამეწარმეო უნარების ამაღლება საინჟინრო განათლებაში) ძირითადი გეგმის იმპლემენტაციის ფარგლებში, საქართველოში დაგეგმილია პროექტის კონსორციუმის წევრი უნივერსიტეტებისა და სახელმწიფოების საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს (IAB) და პროექტის მენეჯმენტის საბჭოს (PMB) სამუშაო შეხვედრები.

ყველა სიახლე