19 აპრ

აბიტურიენტთა საყურადღებოდ

2019-2020 სასწავლო წელი, ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა 75 ადგილით დაფინანსდა სახელმწიფოს მიერ.
15 აპრ

სამეცნიერო სემინარი

2 აპრილს ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე ჩატარდა სამეცნიერო სემინარი თემატიკით სპეცცემენტების და მჭიდა მასალების გამოყენების პერსპექტივები სემინარს უძღვებოდა პროფ: თამაზ გაბადაძე, მან მეტად საინტერესოდ და დამაჯერებლად წარმოადგინა წლების მანძილზე ჩატარებული კვლევითი სამუშაოების შედეგები, რომელთა დასანერგად შემუშავებული კონკრეტული წინადადებები მიზანმიმართულად წარდგენილია სამთავრობო ორგანიზაციებში და ბიზნეს სფეროებში.
11 აპრ

ფარმაციის სპეციალობის სტუდენტთა საყურადღებოდ!

23 აპრილს,14სთ-ზე, 205 აუდიტორიაში, შედგება შეხვედრა ფარმაცევტულ კომპანია შ.პ.ს. „ლარიფან კავკასია“-სთან (Larifan) დასაქმების მიზნით.
სიახლეების სრულად ნახვა
 

სიახლეები და მოვლენები

17 აპრ

კომპანია Rossoft-ი - ანაზღაურებადი სტაჟირება სამომავლო დასაქმების პერსპექტივით

კომპანია Rossoft-ი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის, მაგისტრატურისა და/ან დოქტორანტურის სტუდენტებს სთავაზობს ანაზღაურებად სტაჟირებას 1C ERP Solutions დეველოპერის პოზიციაზე. კანდიდატები, რომლებიც სტაჟირების პროგრამას წარმატებით გაივლიან, დასაქმდებიან კომპანიაში.
17 აპრ

პროექტი PRINTeL - სერტიფიცირებული ტრეინინგ-კურსი "ვიდეო, როგორც სწავლების იარაღი მასწავლებლებისა და სტუდენტებისთვის"

21-26 მარტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში, აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის პროფ. ნინო ჩხარტიშვილმა Erasmus+ პროგრამის PRINTeL პროექტის ფარგლებში ჩაატარა ინოვაციურ პედაგოგიკასთან დაკავშირებული სერტიფიცირებული ტრეინინგ-კურსი „ვიდეო, როგორც სწავლების იარაღი მასწავლებლებისა და სტუდენტებისთვის“
16 აპრ

ლიუპანას უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლა - TD Summer School 2019

ლიუპანას უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას ტრანსდისციპლინურ საერთაშორისო საზაფხულო სკოლის (TD Summer School 2019) პროგრამაზე, რომელიც გაიმართება ყაზბეგში, 30 ივნისიდან 6 ივლისამდე
16 აპრ

პროექტი PRINTeL - სერტიფიცირებული ტრეინინგ-კურსი “შერეული/ჰიბრიდული სწავლება-სწავლა”

11-15 მარტს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფ. ზაზა ცოტნიაშვილმა Erasmus+ პროგრამის PRINTeL პროექტის ფარგლებში ჩაატარა ინოვაციურ პედაგოგიკასთან დაკავშირებული სერტიფიცირებული ტრეინინგ-კურსი “შერეული/ჰიბრიდული სწავლება-სწავლა”

ყველა სიახლე