02 ივლ

სამეცნიერო სემინარი

ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე ჩატარდა სამეცნიერო სემინარი თემატიკით: ,,საქართველოში რეალიზებადი კვების პრეოდუქტების მონიტორნიგი და მისი ეკოქიმიური ექსპერტიზა”. სემინარს უძღვებოდა პროფ: გიორგი დანელია.
მოხსენება 
27 ივნ

გამოცდების განრიგი

ბაკალავრიატის სწავლების,  საგამოცდო სესია 2018-2019 სასწავლო წელი
4501-4590a ჯგუფი. 
4601-4690a ჯგუფი. 
4701-4790a ჯგუფი. 
4801-4890a ჯგუფი.
სიახლეების სრულად ნახვა

სამეცნიერო სემინარი

15-04-2019      2 აპრილს ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე ჩატარდა სამეცნიერო სემინარი თემატიკით სპეცცემენტების და მჭიდა მასალების გამოყენების პერსპექტივები სემინარს უძღვებოდა პროფ: თამაზ გაბადაძე, მან მეტად საინტერესოდ და დამაჯერებლად წარმოადგინა წლების მანძილზე ჩატარებული კვლევითი სამუშაოების შედეგები, რომელთა დასანერგად შემუშავებული კონკრეტული წინადადებები მიზანმიმართულად წარდგენილია სამთავრობო ორგანიზაციებში და ბიზნეს სფეროებში. აღნიშნული ინოვაციები ეხება ქართული სპეცცემენტების გამოყენების პერსპექტივას:
• ანაკლიის პორტის, რკინიგზის და გვირაბების სწრაფი ტემპით მშენებლობაში,
• ტყიბულის შახტების უსაფრთხოებასა და ქალაქის ინდუსტრიის განვითარებაში,
• ენგურჰესის სწრაფი რეაბილიტაციასა და დიდი დიამეტრის (3-4მ) სადაწნეო მილების ადგილზე წარმოებაში ღია პოლიგონებზე,
• მეტროპოლიტენის და მიწისქვეშა ნაგებობების წყალუჟონადობასა და ხანძარმდგრადობის უზრუნველყოფაში,
• ენერგოეფექტურ მშენებლობაში. თბოსაიზოლაციო მასალების წარმოებაში,
• არაფეთქებადი დამანგრეველი მასალებით ოქროს და ძვირფასი ქვების მოპოვებაში.
მან ასევე წარმოადგინა სპილენძის კონცენტრატისაგან სპილენძის და მისი შენადნობების წარმოების პერსპექტივა ეკოლოგიურად სუფთა უმარტივესი ტექნოლოგიით თავის გამოსვლაში პროფ. თ. გაბადაძემ ასევე აღნიშნა, რომ მოცემული ტექნოლოგიით განხორციელებული პროცესების შედეგად მიღებული წიდები წარმატებით შეიძლება იქნას გამოყენებული ნავთობის და აირის ზეცხელი ჭაბურღილების ცემენტაციისთვის და ადგილობრივი საშენი მასალების წარმოებისთვის. სემინარის მონაწილეებს მან ასევე გააცნო ჟელეს და პასტის მიღების შესახებ
• ზღვის წყლის,
• სამკურნალო წყლების,
• ჭაობის და დატბორილი გრუნტის წყლების,
• მთის რეგიონების უნიკალური შედგენილობის წყლების,
• ღვინის, ბორჯომის, ლიკანის და სხვა სასმელების.
ასევე მიუთითა წყლის რესურსების უსწრაფესი გაწმენდის შესახებ.