21 ივნ

ფარმაციის სპეციალობის სტუდენტთა საყურადღებოდ!

კომპანია „ავერსი- ფარმა“ გეგმავს ტექნიკური უნივერსიტეტის ფარმაციის სპეციალობის სტუდენტებთან შეხვედრას 27 ივნისს, 14:00 საათზე ნიკოლაძის სახელობის დარბაზში (ადმინისტრაციული კორპუსი, III სართული ).
ყველა დაინტერესებულ სტუდენტს ველით შეხვედრაზე !
18 ივნ

პროფესორ რამაზ ქაცარავას აკადემიკოსად არჩევის შესახებ

ვულოცავთ პროფესორ რამაზ ქაცარავას საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ,,მაღალმოლეკულურ ნაერთთა ქიმიის’’ სპეციალობით აკადემიკოსად არჩევას
17 ივნ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ახალი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია

2019 წლის 7 ივნისს, ღვინის სახლ „რეზერვში“ გაიმართა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის, მარიამ ხომასურიძის ავტორობით გამოცემული სახელმძღვანელოს - “ღვინის ზადი და ნაკლი“ პრეზენტაცია.
03 ივნ

სამეცნიერო სემინარი

31 მაისს ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე ჩატარდა სამეცნიერო სემინარი თემატიკით: ელექტრონულ–სხივური ტექნოლოგიები, მიღწევები და პერსპექტივები.
21 მაი

ფაკულტეტი ულოცავს ვახტანგ ბერიძეს

საბერძნეთის ქალაქ LOUTRAKI - ში, 2019 წლის 21 მაისში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მკლავჭიდში (110 კილოგრამში) პრიზიორი გახდა ჩვენი ფაკულტეტის 4630 კგუფის სტუდენტი ვახტანგ ბერიძე, ფაკულტეტი ულოცავს ვახტანგს ამ გამარჯვებას და მორიგ წარმატებებს უსურვებს.
20 მაი

ფარმაციის სპეციალობის სტუდენტთათვის

გახდი ჩვენი გუნდის წევრი !!!
სააფთიაქო ქსელი ნეოფარმი აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტის პოზიციაზე !!!
დაინტერესების შემთხვევაში თქვენ გაივლით:
* ანაზღაურებად პრაქტიკას და სტაჟირებას
* დასაქმების შემთხვევაში გექნებათ როგორც ფიქსირებული ხელფასი, აგრეთვე მოქნილი და მრავალმხრივი ბონუსური სისტემა
* აფთიაქში მუშაობის გამოცდილების შემთხვევაში ფიქსირებული ხელფასი განსხვავებულია
დეტალური ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ტელ: 577 545 097 ან გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე - hr@neopharmi.ge
სიახლეების სრულად ნახვა

ვაკანსია ფარმაცევტის სპეციალობის სტუდენტთათვის