03 ივნ

სამეცნიერო სემინარი

31 მაისს ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე ჩატარდა სამეცნიერო სემინარი თემატიკით: ელექტრონულ–სხივური ტექნოლოგიები, მიღწევები და პერსპექტივები.
21 მაი

ფაკულტეტი ულოცავს ვახტანგ ბერიძეს

საბერძნეთის ქალაქ LOUTRAKI - ში, 2019 წლის 21 მაისში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მკლავჭიდში (110 კილოგრამში) პრიზიორი გახდა ჩვენი ფაკულტეტის 4630 კგუფის სტუდენტი ვახტანგ ბერიძე, ფაკულტეტი ულოცავს ვახტანგს ამ გამარჯვებას და მორიგ წარმატებებს უსურვებს.
20 მაი

ფარმაციის სპეციალობის სტუდენტთათვის

გახდი ჩვენი გუნდის წევრი !!!
სააფთიაქო ქსელი ნეოფარმი აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტის პოზიციაზე !!!
დაინტერესების შემთხვევაში თქვენ გაივლით:
* ანაზღაურებად პრაქტიკას და სტაჟირებას
* დასაქმების შემთხვევაში გექნებათ როგორც ფიქსირებული ხელფასი, აგრეთვე მოქნილი და მრავალმხრივი ბონუსური სისტემა
* აფთიაქში მუშაობის გამოცდილების შემთხვევაში ფიქსირებული ხელფასი განსხვავებულია
დეტალური ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ტელ: 577 545 097 ან გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე - hr@neopharmi.ge
15 მაი

სამეცნიერო სემინარი

15 მაისს ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე ჩატარდა სამეცნიერო სემინარი თემატიკით: ,,კერამიკა ტექნიკური პროგრესის სასხლეტი კაუჭი” სემინარს უძღვებოდა პროფ: გურამ გაფრინდაშვილი, მან მეტად საინტერესოდ და დამაჯერებლად წარმოადგინა მისი ხელმღვანელობით ჩატარებული სხვადასხვა თემატიკის კვლევითი სამუშაოები მნიშვნელოვანი შედეგებით და ბიზნეს - სფეროში დანერგვის პერსპექტივით.
14 მაი

სტუდენტებმა 2 თვიანი პრაქტიკა გაიარეს


          საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხარდაჭერით, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის, მე- 4 კურსის, 4590 ჯგუფის, სტუდენტებმა გაიარეს 2 თვიანი პრაქტიკული კურსი რუსთავის ქარხანაში და გაეცნენ ქარხანაში არსებულ წარმოებას,
07 მაი

ფარმაციის სპეციალობის სტუდენტთა საყურადღებოდ

კომპანია PSP ფარმა გეგმავს ტექნიკური უნივერსიტეტის ფარმაციის სპეციალობის სტუდენეტბთან შეხვედრას 10 მაისს, 15:00 სთ-ზე.  
სტუდენტებს ელოდებათ სასიამოვნო სიურპრიზები, გათამაშებები და შეთავაზებები.
პსპ კომპანიის გუნდი მზადაა სტუ ფარმაციის სპეციალობის სტუდენტების  დასაქმებისა და  განვითარებისთვის.
ყველა დაინტერესებულ სტუდენტს ველით შეხვედრაზე !
სიახლეების სრულად ნახვა

VIII საერთაშორისო სემინარი

03-10-2018     2018 წლის 11-16 სექტემბერს, ქ. ერევანში გაიმართა VIII საერთაშორისო სემინარი "წარსულის სახეები"- ხელნაწერი და ბეჭდური ისტორიული მემკვიდრეობის შენახვისა და აღდგენის უახლესი ტექნოლოგიები.
სემინარზე მიწვევული გახლდათ, ტექნიკური უნივერსიტეტის პედაგოგი, ქიმიის დოქტორი თამარ გაგანიძე, რომელიც უკვე რამოდენიმე წელია, "საყოფაცხოვრებო ქიმიის პროდუქტების წარმოების განვითარების ხელშემწყობი სამეცნიერო- კვლევითი ცენტრი"-ს ბაზაზე, ეწევა სამეცნიერო- კვლევით სამუშაოებს, ხელნაწერი და საარქივო ფონდების რესტავრაცია-კონსერვაციის მიმართულებით. სემინარზე წარმოდგენილი იქნა კვლევა- "ქაღალდსაფუძვლიანი ისტორიული დოკუმენტების გარეცხვა-ნეიტრალიზაციის ტექნოლოგიური სქემა". თამარ გაგნიძე მრავალი წელია მოღვაწეობს ამ სფეროში, ის არაერთი საერთაშორისო კონფერენციისა და სემინარის მონაწილე და სამეცნიერო სტატიის ავტორია. სემინარზე აღნიშნულ იქნა სტუ-ს ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დაინტერესება და ხელშეწყობა ისტორიული მემკვიდრეობის შენახა- დაცვისა და რესტავრაცია- კონსერვაციის სფეროში სამეცნიერო კვლევების განხორციელების საქმეში.





მატანადარანის ხელნაწერთა ცენტრის რესტავრაცია-კონსერვაციის ლაბორატორიის კოლექტივი