ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის
ფაკულტეტის ისტორია
 
            ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი ჩამოყალიბდა 2006 წელს. ორი ფაკულტეტის ქიმიურ და ბიოლოგიური ტექნოლოგიის და მეტალურგიის ფაკულტეტების  ბაზაზე.
            ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიის ფაკულტეტი,  როგორც ერთ-ერთი ძირძველი ფაკულტეტი  რესპუბლიკაში,  წლების მანძილზე ერთპიროვნულად ემსახურებოდა ქიმიკოს ტექნოლოგების მომზადებას.  აღნიშნული კვალიფიკაციით  სპეციალისტების მომზადება სათავეს იღებს 1922 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკურ ფაკულტეტის  ბაზაზე, რომლის შემადგენლობაში შედიოდა სამთო-ქიმიური განყოფილება ქიმიურ-ტექნოლოგიური სპეციალობით. 1928 წლიდან აღნიშნული პროფილის სპეციალისტების  მომზადება გრძელდება საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-ქიმიურ  ფაკულტეტზე. 1930 წლიდან ეს ფუნქცია დაეკისრა ამიერკავკასიის ქიმიურ-ტექნოლოგიურ ინსტიტუტს ,  1932 წლიდან ამიერკავკასიის სამთო ქიმიურ ინსტიტუტს, ხოლო 1933 წელს ამიერკავკასიის ინდუსტრიულ ინსტიტუტს,  სადაც ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტი შევიდა მისი როგორც ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეული. 1956-1974 წლებში  იგი ფუნქციონირებდა  როგორც ქიმიურ და კვების ტექნოლოგიის ფაკულტეტი   საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. 1974 წელს ქუთაისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში კვების ტექნოლოგიის სპეციალობის გადატანასთან დაკავშირებით  მას  კვლავ ეწოდა ქიმიური ტექნოლოგიის ფკულტეტი, ხოლო 1996 წლიდან ქიმიურ და ბიოლოგიურ ტექნოლოგიის ფაკულტეტი. აღნიშნული სახელწოდებით ფუნქციონირებდა იგი 2006  წლამდე.
            ფაკულტეტს სხვადასხვა პერიოდში ხელმძღვანელობდნენ დეკანები:
                         პროფ. ა.ხვიჩია (1952-1954 წწ.),
                         პროფ. ვ. კაკაბაძე (1930-1942 წწ.),
                         პროფ. კ. ჩაგუნავა (1960-1960 წწ.),
                         დოც. ა .კახაძე (1961-1969 წწ.).
                         დოც. ე. ჩხიკვაძე (1969-1980 წწ.),
                         პროფ. ა. სარუხანიშვილი (1980-1981 წწ.),
                         პროფ. თ. გაბადაძე (1982-1984 წწ.),
                         დოც. ნ. კუციავა (1984-1992 წწ.),
                         აკადემიკოსი გ. ცინცაძე (1992-1997 წწ.),  
                         პროფ. ნ. კუციავა (1997-2006 წწ.).
            ინჟინერ მეტალურგების მომზადებაც სათავეს იღებს 1923 წლიდან  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკურ ფაკულტეტზე საქართველოში ცნობილი მეტალურგისა და მათემატიკოსის პროფესორ გიორგი ნიკოლაძის ინიციატივით და ხელმძღვანელობით. პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მეტალურგების მომზადება ხდებოდა ჯერ სამთო-მეტალურგიულ, შემდეგ კი ქიმიურ-ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე.
            გ. ნიკოლაძის გარდაცვალების (1931 წლის 5 თებერვალი) შემდეგ შეწყდა სტუდენტთა მიღება მეტალურგიის ფაკულტეტზე. ფაკულტეტმა კი დამოუკიდებლად იარსება 1931-1934 წლებში. მისი პირველი დეკანი იყო პეტერბურგის პოლიტექნიკური ინსტიტუტის კურსდამთავრებული პროფესორი ა. გულისაშვილი (1888-1971წწ.).  მეტალურგთა უკანასკნელი გამოშვება 1937 წელს იყო.
            1949 წელს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიის ფაკულტეტზე მიღებულ იქნა ორი აკადმიური ჯგუფი მეტალურგიული სპეციალობით: შავი ლითონების მეტალურგია და ლითონების წნევით დამუშავება. 1950 წელს მოხდა მიღება კიდევ ერთი სპეციალობით: შავი და ფერადი ლითონების სამსხმელო წარმოება. შემდგომ პერიოდში ფაკულტეტს ხელმძღვანელობდა,  ა. ხვიჩია (1952-1994 წწ).
მეტალურგიის ფაკულტეტი ცალკე ჩამოყალიბდა 1952 წელს, ფაკულტეტს ხელმძღვანელობდნენ პროფესორები ლეონიდ ოკლეი (1954-59 წწ) ეთერი გიორგიძე (1959-1963 წწ);  ჯემალ ლომსაძე (1963-85 წწ), მისი ორწლიანი ინტერვალით დოქტორანტურაში მივლინებასთან დაკავშირებით; გურამ ლომთათიძე (1969-70 წწ); მამუკა მინდელი(1985-93წწ); გურამ ქაშაკაშვილი (1993-2005). პროფ. ნ. წერეთელი (2005-2006 წწ.).
ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტს 2006 წლიდნ დღემდე ხელმძღვანელობს პროფ. ნ. წერეთელი.
ამჟამად ფაკულტეტზე ფუნქციონირებს ოთხი დეპარტამენტი
1.      ქიმიური დ ბიოლოგიური დეპარტამენტი
2.      ფარმაციის დეპარტამენტი
3.      მეტალურგიის,  მასალათმცოდნეობის და ლითონების დამუშავების დეპარტამენტი
 
 
ქიმიურ და ბიოლოგიურ დეპარტამენტში 11 მიმართულებაა:
1)      ზოგადი,  არაორგანული და ანალიზური ქიმიის მიმართულება. ზოგად და არაორგანული ქიმიის მიმართულება ჩამოყალიბდა 1928 წელს. მისი პირველი ხელმძღვანელი იყო  მ. როზენბერგი. შემდგომში, პროფ რ. ნიკოლაძე,  აკადემიკოსი
გ. ცინცაძე.  პროფ. ლ. ნაფეტვარიძე,  აკადემიკოსი გივი ცინცაძე. ამჟამად მას სათავეში უდგას პროფ. მაია ცინცაძე. 2002 წლიდან აღნიშნულ მიმართულებაში გაერთიანდა ანალიზური ქიმიის მიმართულებაც რომელიც თავის მხრივ დაარსდა 1931 წელს. ანალიზური ქიმიის, როგორც სასწავლო დისციპლინის სწავლება წარმოებდა 1928 წლიდან. მიმართულების ხელმძღვანელები იყვნენ: დოც. კ. მანჯგალაძე, აკადემიკოსი ტანანაევი, დოც. ს. ჭრელაშვლი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემის წევრ-კორესპონდენტი, პროფ. დ. ერისთავი, აკადემიკოსი გ.ცინცაძე,  პროფ. ფ. ბროუჩეკი.
2)      ორგანული ქიმიის მიმართულება. დაარსდა 1929 წელს რომელსაც დღიდან დაარსებისა 1939 წლამდე ხელმძღვანელობდა პროფ. მ.შალამბერიძე, შემდგომში დოც. ვ.გიოშვილი, დოც. ლ.წულუკიძე. პროფ გ.ჭირაქაძე,  პროფ. ნ.ღონღაძე
3)      ფიზიკური ქიმიის მიმართულება. 1929 წლის მაისში სამთო-ქიმიური ფაკულტეტის დეკანის პროფ. გ.წულუკიძის ინიციატივით, პ. მელიქიშვილის მიერ დატოვებული ანდერძის თანახმად, უკრაინიდან მოიპატიჟეს პ. მელიქიშვილის  მოწაფე აკადემიკოსი პ. პისარჟევსკი, რომელმაც ჩამოაყალიბა ფიზიკური ქიმიის მიმართულება და მისი ხელმძღვანელი იყო 1929-1935 წლებში. შემდგომში მიმართულებას სათავეში ედგნენ პროფ. პ. ქარუმიძე. ქ. გეტინგენის პროფ. ბ. კანდელაკი, დოც. ა. კახაძე, პროფ.  
ა.  სარუხანიშვილი.  პროფ.  ნ. ბოკუჩავა.
4)      სილიკატების ტექნოლოგიის მიმართულება. დაარსდა 1930 წელს მისი პირველი ხელმძღვანელი იყო  დოც. ა.ფიცხელაური შემდგომში მას სათავეში ედგნენ საქართველოს მეცნიერებათა წევრ კორესპონდენტი პროპესორი , პროფ კ.ქუთათელაძე.  დოც. თ.გამსახურდია,  ხოლო 1983 წლიდან  პროფ. თ.გაბადაძე.
 
5)      პროცესებისა და აპარატების და ზოგადი ქიმიური ტექნოლოგიის მიმართულება. 1934 წელს იგი გამოეყო ძირითადი ქიმიური ტექნოლოგიის მიმართულებას. მისი პირველი  ხელმძღვანელი იყო დოც. ი.ბურჯანაძე შემდგომში მიმართულებას ხელმძღვანელობდნენ პროფ. კ.ივანოვი.  პროფ. ნ.კორძახია,  პროფ. რ.იაშვილი. ხოლო 2006 წლიდან  პროფ. რ.ქაცარავა.
6)      არაორგანული ნივთიერებათა და საყოფაცოვრებო ქიმიის  პროდუქტების ტექნოლოგიის მიმართულება. თავდაპირველად 1930 წელს ჩამოყალიბდა ძირითადი ქიმიური მრეწველობის მიმართულება 1937 წლიდან მას ეწოდა არაორგანულ ნივთიერებათა ტექნოლოგიის მიმართულება, ხოლო 1991 წლიდან კი არაორგანული ნივთიერებათა და საყოფაცხოვრებო ქიმიის  პროდუქტების ტექნოლოგიის მიმართულება, მიმართულებს შექმნის ორგანიზატორი  და მისი უცვლელი  ხელმძღვანელი  სიცოცხლის უკანასკნელ წლამდე (1968 წ.) იყო მეცნიერებისა და ტქნიკის დამსახურებული  მოღვაწე, პროფ. ვ.კაკაბაძე. 1968 წლიდან  მიმართულებას ხელმძღვანელობდა, პროფ. ი.ბუჩუკური. 1978 წლიდან  პროფ. ლ.გვასალია.
7)      ელექტრო ქიმიური წარმოებათა ტექნოლოგიის მიმართულება. დარსდა 1944 წელს სახელმწიფო პრემიის ლაურიატის, აკადემიკოს რ.აგლაძის თაოსნობით, რომელიც მიმართულებას ხელმძღვანელობდა 1985 წლამდე. შემდგომში, პროფ. თ.აგლაძე.
8)   ორგანულ ნივთიერებათა ტექნოლოგიის მიმართულება.
ჩამოყალიბდა 1959 წელს მისი პირველი ხელმძღვანელი იყო პროფ. რ.ლაღიძე შემდგომში მას სათავეში ედგნენ პროფ. ნ.ბექაური. პროფ. თ.ხოშტრია. 2009 წლიდან  პროფ.  მ.მაისურაძე
9)    გარემოს დაცვა და საინჟინრო ეკოლოგიის  მიმართულება. დაარსდა 1980 წელს  პროფესორ.  ვ.ერისთავის მიერ. რომელიც, იყო მისი ხელმძღვანელი სიცოცხლის ბოლო წუთამდე. 2002 წლიდან მიმართულებას ხელმძღვანელობს პროფ. ნ.ჩხუბიანიშვილი.
10)  ბიოტექნოლოგიის მიმართულება. იგი ჩამოყალიბდა 1986 წელს მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტის ბაზაზე ხოლო საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში იგი დაარსდა 1990 წელს მიმართულებას ხემძღვანელობდნენ აკადემიკოსი ა.კვესიტაძე. პროფ. ე.კვესიტაძე. პროფ. თ.ბუაჩიძე.
11)კომპოზიციური მასალების და ნაკეთობების ტექნოლოგია. დაარსდა 2001 წელს პროფ. ზ.კოვზირიძის  მიერ  და იგი მისი ხელმძღვანელია  დღიდან დაარსებისა.
 
ფარმაკოქიმია და ფარმაკოლოგიის დეპარტამენტშ 1 მიმართულებაა:
1.      ფარმაკოქიმიისა დ ფარმაიის იმართულება,
 
 
მეტალურგიის , მასალათმცოდნეობისა და ლითონების დამუშავების  დეპარტამენტში 6 მიმართულებაა:
1.      შავი ლიონების მეტალურგიის მიმართულება.  დაარსდა 1928 წელს პროფ. გ.ნიკოლაძის მიერ. 1952 წლიდან მიმართულებას ხელმძღვანელობდნენ პროფ. ა.ხვიჩია, პროფ, გ.ლომთათიძე, დღეს მას სათავეში უდგას პროფ. ო.მიქაძე.
2.      ფერადი ლითონების მეტალურგიის  მიმართულება. დაარსდა  1992 წელს მას ხელმძღვანელობდნენ პროფ. გ.ზვიადაძე პროფ.ა.წილოსანი დღეს ამ მისიას ასრულებს პროფ.  ზ.ოქროსცვარიძე
3.      მასალათმცოდნეობის მიმართულება. დაარსდა   1930 წელს მას ხელმძღვანელობდნენ პროფ. გ.გედევანიშვილი საქ.მეც.აკადემიის აკადემიკოსი ფ.თავაძე, პროფ. ს.ყურაშვილი. დღეს ხელმძღვანელობს პროფ. ა.გორდეზიანი.
4.      ლითონების წნევით დამუშავების მიმართულება. დაარსდა  1972 წელს მისი ხელმძღვანელები იყვნენ პროფ.  ჯ.ლომსაძე, პროფ. ა.ნოზაძე, პროფ. დ.ნოზაძე. ამჟამად ამ მისიას ასრულებს პროფ. ჯ.ლომსაძე.
5.      სამსხმელო წარმოებისა და  ახალი ტექნოლოგიური პროცესების მიმართულება. დაარსდა 1961 წელს. მისი ხელმძღვანელები იყვნენ პროფ. ბ.პეტრიაშვილი, პროფ. რ.გვეტაძე, პროფ. ჯ.ბარბაქაძე, მიმართულებას ამჟამად ხელმძღვანელობს პროფ. ვ.კოპალეიშვილი.
6.    საშემდუღებლო  წარმოების მიმართულება. დაარსდა  1981 წელს. მას სათავეში ედგნენ  პროფ. ს.იაკობასვილი, პროფ.ვ.კოპალეიშვილი, დღეს მისი ხელმძღვანელია  პროფ. ა.სულამანიძე,
 
            ქიმიური ტექნოლოგიის და მეტალურგიის საქმიანობა წარიმართება სამეცნიერო საბჭოს მიერ დამტკიცებული წესდების შესაბამისად, ომელიც ემყარება ეროვნული და მსოფლიო განათლების, მეცნიერების და კულტურის ჰუმანიტარულ დემოკრატიუ ტრადიციებს, აერთაშორისო პრაქტიკის გამოცდილებას, სამართლებრივ აქტებსა და საქართველოს კანონმდებლობას.
 
          ფაკულტეტზე ამჟამად სწავლობს  1250 სტუდენტი.
სწავლების ოთხ საფეხუროვანი სისტემის შესაბამისად:
·         პირველი საფეხურის დამთავრების შემდეგ ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს ენიჭებათ დიპლომირებული სპეციალისტის კვალიფიკაცია
·         მეორე საფეხურის კურსდამთავრებულებს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი
·         მესამე საფესურის კურსდამთავრებულებს მაგისტრის აკადემიური ხარისხი
·         მეოთხე კურსდამთავრებულებს დოქტორის აკადემიური ხარისხი.
            ფაკულტეტზე ფუნქციონირებს ხარისხების მიმნიჭებელი სამეცნიერო საბჭო სადაც ---- სპეციალობაში ხდება სადოქტორო დისერტაციების დაცვა.
 
ფაკულტეტზე ამჟამად ფუნქციონირებს შმდეგი ცენტრები
1.      ტრადიციული ტექნოლოგიების სასწავლო სამეცნიერო ცენტრი-ხელმძღვანელი პროფ. ნ.ბოკუჩავა
2.      მხატრული მინანქრებისა და მასალების დამუშავების ექსპერიმენტალური-შემოქმედებითი ცენტრი-ხელმძღვანელიასოც.პროფ. ვ.გორდელაძე
3.      ქიმიური ტექნოლოგიისა და მენეჯმენტის  სასწავლო სამეცნიერო ცენტრი- ხელმძღვანელი თ.იაშვილი
4.      ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კვლევის სამეცნიერო ცენტრი-ხელმძღვანელი პროფ. თ.წივწივაძე
5.      ფუნქციონალური დანაფარებისა და ნანონაწილაკების ელექტროქიმიური ტექნოლოგიების ცენტრი-ხელმძღვანელი პროფ. თ.აგლაძე
6.      სამეცნიერო პოლიმრებისა და ბიომსალების კვლევითი ცენტრი-ხელმძღვანელი პროფ. რ.ქაცარავა.
7.      ბოჭკოებით არმირებული კომპოზიციური მასალების სამეცნიერო ცენტრი-ხელმღვანელი პროფ. დავით ნოზაძე
8.   ს.იაკობაშვილის სახელობის სასწავლო-კვლევითი ცენტრი ,,შედუღება”  -ხელმძღვანელი -პროფ  ა.გაგნიძე
9.      შედუღების ტექნოლოგიათა ცენტრი -ხელმძღვანელი პროფ ა. სულამანიძე
 
            ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიის ფაკულტეტი ერთერთი ძლიერი სასწავლო სამეცნიერო ცენტრია სადაც წარმატებით შრომობს 45 სრული პროფესორი , 69 ასოცირებული პროფესორი, 21 ასისტენტ პროფესორი.
            ფაკულტეტზე მოღვაწეობს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის 1 აკადემიკოსი, საინჟინრო აკადემიის ----- აკადემიური წევრ კორესპონდენტი ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის
            ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი რომელიც მთლიანად განკარგავს ორ სასწავლო კორპუსს.
აქვე განლაგებულია თანამედროვე სპორტული დარბაზი და სტუ-ს თეატრ-სტუდია, სადაც სტუდენტები სწავლის პარალელურად აქტიურად მონაწილეობენ სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებში.
ფაკულტეტზე ფუნქციონირებს სასწავლო-სამეცნიერო ბიბლიოთეკა თავისი სამკითხველო დარბაზით.
          ფაკულტეტი აქტიურად თანამშრომლობს საზღვარგარეთის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებთან.  მოსკოვის დ.მენდელეევის ქიმიური ტექნოლოგიური ინსტიტუტი მოსკოვის ორგანული შუალედური პროდუქტებისა და საღებრების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი ბაქოს ნავთობის ინსტიტუტი ჩეხეთის ქალაქ. პარდუბიცის საღებრების ინსტიტუტი. გერმანიის ერლანგენის ბრატისლავის სილიკატების კვლევითი ინსტიტუტთან, სოფიისა და პრაღის ქიმიური ტექნოლოგიური ინსტიტუტებთან, ათენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან, ა.შ.შ-ს კალიფორნიის უნივერიტეტთან, გერმიის ქ.ჰალეს უნივერსიტეტთან. ავსტრიის ქ.გრაცის უნივერსიტეტთან,
კორნელისუნივერსიტეტი (ითაკა, ნიუიორკი, აშშ), Pპროფ. C.C.Chu;
ბოსტონისნორდისტუნივერსიტეტი (ბოსტონი, მასაჩუსეტსი, აშშ), Pპროფ. 
V.Torchilin;
ლუნდისუნივერსიტეტი (შვეცია), Pპროფ.  Z. Kokaia;
ლოზანისფედერალურიპოლიტექნიკურისკოლა (შვეიცარია), Dდრ.  
Ch. Wandray;
აკრონისუნივერსიტეტი (აკრონი, ოჰაიო, აშშ) Pპროფ. F.Harris;
კლარკ-ატლანტასუნივერსიტეტი (ატლანტა, ჯორჯია, აშშ), Pპროფ. I. Khan;
იალოვასუნივერსიტეტი (იალოვა, თურქეთი), Pპროფ. Ddრ. I.AAdak;
ჩრდ. კალიფორნიისჯანდაცვისსისტემა, ვეტერანებისდეპარტამენტი
  (მარტინეს, კალიფორნია, აშშ),Dდრ. S.Kuhl;
მასალათმცოდნეობისპრობლემებისინსტიტუტი (კიევი, უკრაინა), Dდრ.
  V. Dubok;
ლავალისუნივერსიტეტი (ლავალი, კვებეკი, კანადა), Dდრ. J. Dumaresq;
ციტოლოგიისინსტიტუტი (სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი), Dდრ. Yu. Shwed.  და სხვა
                                           
            ბაზრის მოთხოვნილებებიდან გამომდინარე ფაკულტეტს გაფორმებული აქვს ურთიერთთანამშრომლობის მრავალი მემორანდუმი ქიმიურ და მეტალურგიულ საწარმოებსა და ფარმაცევტულ ფირმებთან, რაც ითვალისწინებს პრაქტიკის გავლას და კურსდამთავრებულთა დასაქმებას.