31 მარტ

ვირტუალური სამუშაოები ზოგად ქიმიაში

26 მარტს,მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მიმართულების სამეცნიერო კუთხის წრეების მოსწავლეებს, სტუმრად ეწვია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ქიმიაში ელექტრონული სწავლების ტექნოლოგიების ცენტრის ხელმღვანელი, პროფესორი ჟუჟუნა პეტრიაშვილი, რომელმაც გააცნო მოსწავლეებს ქიმიაში ვირტუალური სწავლების პროგრამა. სასახლის მოსწავლეებმა დამოუკიდებლად შეძლეს ვირტუალური ექსპერიმენტის ჩატარება, თვითშეფასების ტესტებზე პასუხის გაცემა და დადებითად შეაფასეს სწავლების ასეთი მეთოდი. ღონისძიების ხელმღვანელი ია გოდერძიშვილი, პედაგოგი მზაღო გიგაური. #სასახლისსიახლეები #წარმატებაიწყებააქ
14 მარტ

აბიტურიენტთა საყურადღებოდ!!!

აირჩიეთ ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერისათვის საჭირო საბაკალავრო-საგანმანათლებლო პროგრამები:
1. ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერია.
2. მეტალურგია;
3. მასალათმცოდნეობა

რადგან .....
იხილეთ ვრცლად
სიახლეების სრულად ნახვა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

სიახლეები და მოვლენები

18 აპრ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა 86-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

2018 წლის 7 ივნისს, 16:00 საათზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ადმინისტრაციული კორპუსის სხდომათა დარბაზში, გაიხსნება სტუდენტთა 86-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია.
18 აპრ

საერთაშორისო კონფერენცია აზერბაიჯანში

2018 წლის 1-2 ივნისს ხაზარის უნივერსიტეტში (ბაქო, აზერბაიჯანი) ტარდება 1-ლი საერთაშორისო კონფერენცია One Health in Azerbaijan.
18 აპრ

ტექნიკური უნივერსიტეტის ორთაბრძოლების კლუბის სპორტსმენმა წარმატებას მიაღწია

14 აპრილს რუსეთში, ქ. სანკტ-პეტერბურგში, გაიმართა პროფესიონალური შეჯიბრება შერეულ ორთაბრძოლებში SECH PROF-ის ორგანიზებით, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორთაბრძოლების კლუბის სპორტსმენმა (კლუბის პრეზიდენტი რ. ქელდიშვილი) შოთა გვასალიამ.
16 აპრ

ღია კარის დღე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებით დაინტერესებულ პირთათვის

20 აპრილს, 12:00 საათზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში (ადმინისტრაციული კორპუსი, III სართული გ. ნიკოლაძის დარბაზი) გაიმართება ღია კარის დღე 2018 წლის საგაზაფხულო მიღებაზე გამოცხადებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებთან დაკავშირებით.

ყველა სიახლე