19 აპრ

აბიტურიენტთა საყურადღებოდ

ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე სახელმწიფოს მიერ არსებულ დაფინანსებულ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებს (ქიმია, მეტალურგია, მასალათმცოდნეობა) 2019 სასწავლო წლიდან დაემატა „ ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის“ საბაკალავრო პროგრამა (75 ადგილი).
15 აპრ

სამეცნიერო სემინარი

2 აპრილს ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე ჩატარდა სამეცნიერო სემინარი თემატიკით სპეცცემენტების და მჭიდა მასალების გამოყენების პერსპექტივები სემინარს უძღვებოდა პროფ: თამაზ გაბადაძე, მან მეტად საინტერესოდ და დამაჯერებლად წარმოადგინა წლების მანძილზე ჩატარებული კვლევითი სამუშაოების შედეგები, რომელთა დასანერგად შემუშავებული კონკრეტული წინადადებები მიზანმიმართულად წარდგენილია სამთავრობო ორგანიზაციებში და ბიზნეს სფეროებში.
11 აპრ

ფარმაციის სპეციალობის სტუდენტთა საყურადღებოდ!

23 აპრილს,14სთ-ზე, 205 აუდიტორიაში, შედგება შეხვედრა ფარმაცევტულ კომპანია შ.პ.ს. „ლარიფან კავკასია“-სთან (Larifan) დასაქმების მიზნით.
სიახლეების სრულად ნახვა

რეზიუმე

ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიის დეპარტამენტი

სილიკატების ტექნოლოგია

სადისერტაციო საბჭო


თეიმურაზი ჭეიშვილი

ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი
პროფესორი

ფაკულტეტის საბჭოს წევრი

დაბადების თარიღი:
1 ნოემბერი 1949. წელი

ოჯახური მდგომარეობა :
დაოჯახებული, ჰყავს ორი შვილი

კონტაქტი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
მ.კოსტავას ქ. № 69
2 კორპუსი
2 სართული, ოთახი 211

მობ : 593-33 21 77
შიდა : 60-29
ელფოსტა : t.cheishvili@gtu.ge
განათლება :

1971 წელს - დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი;
1975 წელს – მიენიჭა ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი;
2003 წელს – მიენიჭა ქიმიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი
კვალიფიკაცია :

ინჟინერ-ტექნოლოგი
პუბლიკაციები :

გამოქვეყნებული აქვს 130-ზე მეტი სამეცნიერო შრომა, მათ შორის 5 სახელმძღვანელო და დამხმარე სახელმძღვანელო. ავტორია 6 გამოგონების.
კვლევის სფერო :

მინის, მინაკრისტალური და მინასაფარიანი ნაწარმის მიღების ტექნოლოგია, მინის საწარმოთა სანედლეულო ბაზის შერჩევა-გაფართოება, სპეცმასალების მიღების პროცესების და თვისებების ფიზიკურ-ქიმიური კვლევა
სამუშაო გამოცდილება :

საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის (სპი-ს) ასპირანტი -1971-1974წწ.
სპი-ს უმცროსი, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი – 1975-81 წწ.
სპი-ს ასისტენტი, დოცენტ -1982-2003 წწ.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი – 2003 წლიდან დღემდე