15 მაი

სამეცნიერო სემინარი

15 მაისს ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე ჩატარდა სამეცნიერო სემინარი თემატიკით: ,,კერამიკა ტექნიკური პროგრესის სასხლეტი კაუჭი” სემინარს უძღვებოდა პროფ: გურამ გაფრინდაშვილი, მან მეტად საინტერესოდ და დამაჯერებლად წარმოადგინა მისი ხელმღვანელობით ჩატარებული სხვადასხვა თემატიკის კვლევითი სამუშაოები მნიშვნელოვანი შედეგებით და ბიზნეს - სფეროში დანერგვის პერსპექტივით.
14 მაი

სტუდენტებმა 2 თვიანი პრაქტიკა გაიარეს


          საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხარდაჭერით, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის, მე- 4 კურსის, 4590 ჯგუფის, სტუდენტებმა გაიარეს 2 თვიანი პრაქტიკული კურსი რუსთავის ქარხანაში და გაეცნენ ქარხანაში არსებულ წარმოებას,
07 მაი

ფარმაციის სპეციალობის სტუდენტთა საყურადღებოდ

კომპანია PSP ფარმა გეგმავს ტექნიკური უნივერსიტეტის ფარმაციის სპეციალობის სტუდენეტბთან შეხვედრას 10 მაისს, 15:00 სთ-ზე.  
სტუდენტებს ელოდებათ სასიამოვნო სიურპრიზები, გათამაშებები და შეთავაზებები.
პსპ კომპანიის გუნდი მზადაა სტუ ფარმაციის სპეციალობის სტუდენტების  დასაქმებისა და  განვითარებისთვის.
ყველა დაინტერესებულ სტუდენტს ველით შეხვედრაზე !
22 აპრ

სამეცნიერო სემინარი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე მიმდინარე 2019 წლის 16 აპრილს ჩატარდა სამეცნიერო სემინარი თემაზე: „თხევადი ფოლადის დანახშირბადიანების აღმოჩენილ კანონზომიერებებზე დაფუძნებული გამოდნობის ენერგოდამზოგი ტექნოლოგია“.
19 აპრ

აბიტურიენტთა საყურადღებოდ

ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე სახელმწიფოს მიერ არსებულ დაფინანსებულ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებს (ქიმია, მეტალურგია, მასალათმცოდნეობა) 2019 სასწავლო წლიდან დაემატა „ ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის“ საბაკალავრო პროგრამა (75 ადგილი).
სიახლეების სრულად ნახვა

რეზიუმე

ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფალულტეტი - რეზიუმე
ფარმაციის დეპარტამენტი


ილია გველესიანი

ფარმაციის მეცნიერებათა კანდიდატი
პროფესორი

ფაკულტეტის საბჭოს წევრი

ოჯახური მდგომარეობა :
მეუღლე და ორი შვილი

კონტაქტი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
კოსტავას ქ. № 69
2 კორპუსი
2 სართული, ოთახი 226

მობ : 555-75 51 35
შიდა : 64-52
ელფოსტა : i.gvelesiani@gtu.ge
განათლება :

სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სან-ჰიგიენური ფაკულტეტი, ჰიგიენა, სანიტარია და ეპიდემიოლოგიის სპეციალობა
კვალიფიკაცია :

კვალიფიკაცია-ჰიგიენისტი, ეპიდემიოლოგი-ექიმი, ვირუსოლოგი
პუბლიკაციები :

გამოქვეყნებული აქვს 40-მდე სამეცნიერო შრომა, მათ შორის 3 სახელმძღვანელო და 2 მონოგრაფია.
ზოგიერითი სამეცნიერო სტატია:
1. სამკურნალო პრეპარატის - 1,5-პენტამეთილენტეტრაზოლის (კონაზოლის) ელექტრონული სტრუქტურა და კომპლექსწარმოქმნის უნარი. საქართველოს ქიმიური ჟურნალი, ტ.6, N6, 2006. გვ.657-659. (თანაავტ.)
2. 3d –დინიტრობენზოატ-იონის შემცველი მეტალების კომპლექსური ნაერთები. საქ. მეცნ. აკადემიის მაცნე, ქიმიის სერია. ტ.33, N1, 2007. გვ.77-81. (თანაავტ.)
3. ახალი ჰიდრაზონი - პარადიმეთილამინობენზალდეჰიდის მეტანიტრობენზოილჰიდრაზონი. საქართველოს ქიმიური ჟურნალი ტ.7, N3, 2007. გვ.255-258 (თანაავტ.)
კვლევის სფერო :

ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების სამკურნალო თვისებების მიკრობიოლოგიური კვლევა.
სამუშაო გამოცდილება :

1991- თბილისის საქალაქო სან-ეპიდსადგური (საორგანიზაციო განყოფილების გამგე)
1991 -1992- თბილისის საქალაქო სანეპიდსადგური (კვების ჰიგიენის ცენტრალიზებული ლაბორატორიის გამგე).
1992- საქ.რესპუბლიკის ჯანდაცვისა და სოცურრუნველყოფის სამინისტრო(უფროსი სპეციალისტი)
1992 – 1996 - საქ. რესპ. ჯანდაცვისა და სოცუზრუნველყოფის სამინისტრო (უფროსი სპეციალისტი).
1995- მიღებულია დოცენტის თანამდებობაზე ორგანულ ნივთიერებათა ტექნოლოგიის კათედრაზე.
1996 – 1997- საქ. რკინიგზის დეპარტამენტის სამედიცინო სამსახური (სამედიცინო სამსახურის უფროსის მოადგილე).
1997- საქ. რკინიგზის დეპარტამენტის სამედიცინო სამსახური (მთავარი სანიტარული ექიმი).
1997-2002- საქ. რკინიგზის დეპარტამენტის სამედიცინო სამსახური (საგზაო ცენტრის უფროსი ექიმი).
2002 -2005- შპს”საქართველოს რკინიგზა” “საზოგადოებრივი ჯამრთელობის დაცვის საგზაო ცენტრის” მთავარი ექიმი.
2005 – 2006- შპს”საქართველოს რკინიგზა” “საზოგადოებრივი ჯამრთელობის დაცვის საგზაო ცენტრის” დირექტორის მოადგილე.
2006- ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე, ორგანულ ნივთიერებათა ტექნოლოგიის კათედრაზე.
2006 -2007- შპს”საქართველოს რკინიგზა” “საზოგადოებრივი ჯამრთელობის დაცვის საგზაო ცენტრის” საწარმოო ჰიგიენის განყოფილების უფროსის მოადგილე.
2007-2012- შპს”საქართველოს რკინიგზა” ფილიალი “მგზავრთა გადაყვანა”.
2006–2013- ასოცირებული პროფესორი, ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიის დეპარტამენტში.
2013.–დღემდე- სრული პროფესორი, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე, ფარმაციის დეპარტამენტში.