15 აპრ

სამეცნიერო სემინარი

2 აპრილს ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე ჩატარდა სამეცნიერო სემინარი თემატიკით სპეცცემენტების და მჭიდა მასალების გამოყენების პერსპექტივები სემინარს უძღვებოდა პროფ: თამაზ გაბადაძე, მან მეტად საინტერესოდ და დამაჯერებლად წარმოადგინა წლების მანძილზე ჩატარებული კვლევითი სამუშაოების შედეგები, რომელთა დასანერგად შემუშავებული კონკრეტული წინადადებები მიზანმიმართულად წარდგენილია სამთავრობო ორგანიზაციებში და ბიზნეს სფეროებში.
11 აპრ

ფარმაციის სპეციალობის სტუდენტთა საყურადღებოდ!

23 აპრილს,14სთ-ზე, 205 აუდიტორიაში, შედგება შეხვედრა ფარმაცევტულ კომპანია შ.პ.ს. „ლარიფან კავკასია“-სთან (Larifan) დასაქმების მიზნით.
სიახლეების სრულად ნახვა

გაცნობითი პროგრამები

გაცნობითი პროგრამები აბიტურიენტებისთვის 
იანვარში და თებერვალში ქიმიური ტექნოლოგიისა და მტალურგიის ფაკულტეტი ჩაატარებს გაცნობით პროგრამებს აბიტურიენტებისთვის, სადაც ლექციებს წაიკითხავენ ქიმიური ტექნოლოგიისა და მტალურგიის ფაკულტეტის პროფესორები. დაესწარი გაცნობით პროგრამას, მიიღე მეტი ინფორმაცია მომავალ პროფესიაზე. გახდი სამი დღე ჩვენი სტუდენტი. გაცნობით პროგრამაზე დასწრება თავისუფალია ყველა აბიტურიენტისთვის და მასში მონაწილეობისთვის არ მოგიწევს ფულის გადახდა. დეტალური ინფორმაცია გაცნობითი პროგრამების შესახებ და ჩატარების ზუსტი განრიგი უახლოეს მომავალში განთავსდება ჩვენს ვებ–გვერდზე.