31 მარტ

ვირტუალური სამუშაოები ზოგად ქიმიაში

26 მარტს,მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მიმართულების სამეცნიერო კუთხის წრეების მოსწავლეებს, სტუმრად ეწვია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ქიმიაში ელექტრონული სწავლების ტექნოლოგიების ცენტრის ხელმღვანელი, პროფესორი ჟუჟუნა პეტრიაშვილი, რომელმაც გააცნო მოსწავლეებს ქიმიაში ვირტუალური სწავლების პროგრამა. სასახლის მოსწავლეებმა დამოუკიდებლად შეძლეს ვირტუალური ექსპერიმენტის ჩატარება, თვითშეფასების ტესტებზე პასუხის გაცემა და დადებითად შეაფასეს სწავლების ასეთი მეთოდი. ღონისძიების ხელმღვანელი ია გოდერძიშვილი, პედაგოგი მზაღო გიგაური. #სასახლისსიახლეები #წარმატებაიწყებააქ
14 მარტ

აბიტურიენტთა საყურადღებოდ!!!

აირჩიეთ ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერისათვის საჭირო საბაკალავრო-საგანმანათლებლო პროგრამები:
1. ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერია.
2. მეტალურგია;
3. მასალათმცოდნეობა

რადგან .....
იხილეთ ვრცლად
სიახლეების სრულად ნახვა

სასწავლო კრედიტები და ღირებულება

          ბაკალავრმა შეიძლება მიიღოს სრული ან არასრული განათლება. არასრული საბაკალავრო განათლება ითვალისწინებს მხოლოდ 120 კრედიტს.( ორი სასწავლო წელი) ხოლო სრული საბაკლავრო განათლება 240 კრედიტს. (ოთხი სასწავლო წელი) სრული საბაკალავრო განათლების შემთხვევაში სავალდებულო სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამის გარდა, რომელიც მოიცავს 120 კრედიტს. ბაკალავრი ირჩევს 120 კრედიტის ფარგლებში სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამებში შემავალ მოდულებსა და საგნებს. მაგისტრის საწავლო - საგანმნათლებლო პროგრამა მოიცავს 120 კრედიტს (ორი სასწავლო წელი) დოქტორანტის საწავლო-საგანმნათლებლო პროგრამა მოიცავს 180 კრედიტს (სამი სასწავლო წელი) სასწავლო კრედიტის ღირებულებაა-სწავლის 1 წლის საფასური გაყოფილი 60-ზე.