02 ივლ

ARCHITEXTURA-არქიტექსტურა! Contemporary ceramics exhibition.

ARCHITEXTURA-არქიტექსტურა! Contemporary ceramics exhibition.
20 ივნ

გასაუბრების შედეგები

სტუ–ის არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტი ხატვასა და ხაზვაში გასაუბრების შედეგების უწყისი
18 ივნ

სტუდენტური პროექტების გამოფენა სტუ-ს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში.

სტუდენტური პროექტების გამოფენა სტუ-ს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში 2018 წლის 18 ივნისს .
11 ივნ

სასწავლო პროექტი „გორის მიწათსარგებლობის გენგეგმა“

სასწავლო პროექტი „გორის მიწათსარგებლობის გენგეგმა“2018 წლის 11 ივნისს
ყველა სიახლე

სწავლების საფასური

დამტკიდებულია საქართველოს  ტექნიკური   უნივერსიტეტის
აკადემიური საბჭოსა და წარმომადგენლობითი საბჭოს
2016 წლის 18 მარტის გაერთიანებული   სხდომის
№29 დადგენილებით 


სტუდენტებისათვის სწავლის საფასურის გადახდასთან დაკავშირებით 
შეღავათის გაწევის წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (შემდგომში - უნივერსიტეტი) სტუდენტებისათვის (პროფესიული უმაღლესი, ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სწავლის საფასურის გადახდასთან დაკავშირებით შეღავათის გაწევის წესსა და პირობებს.

მუხლი 2. სწავლის საფასურის გადახდასთან დაკავშირებით შეღავათის გაწევის პირობები

1. სწავლის საფასურის გადახდასთან დაკავშირებით შეღავათი შესაძლებელია გაეწიოს უნივერსიტეტის სტუდენტს იმ შემთხვევაში, თუ  წინა სასწავლო წლის შედეგების სტუდენტის აკადემიური მიღწევების მაჩვენებელი (სარეიტინგო ქულა)  შეადგენს საშუალოდ 70 და მეტ ქულას და თუ სტუდენტი მიეკუთვნება ქვემოთ ჩამოთვლილ ერთ-ერთ კატეგორიას: 
ა)  რეგისტრირებულია სო¬ცია¬ლურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი ოჯა¬ხის სარეიტინგო ქულა ტოლი ან ნაკლებია 70 000-ზე; 
ბ)არის ობოლი (გარდაცვლილი ჰყავს დედ-მამა);
გ) არის მრავალშვილიანი ოჯახის (ოთხი და მეტი შვილით) წევრი;
გ) არის მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუ¬დუ¬ლი შესაძლებლობის მქონე პირი;
დ) არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძო¬ლაში და¬ღუ¬პულ¬ ან უგზო-უკვლოდ დაკარგულის შვილი;
ე) ჰყავს ერთი და მეტი შვილი (გარდა დოქტორანტისა);
ვ) ბოლო ორი წლის განმავ¬ლო¬ბაში სწავ¬ლობდა და სრული ზოგადი განათლების დამადას¬ტურებელი დოკუ¬მენ¬ტი მიიღო „ოკუპირებული ტერიტორიების შე¬სახებ“ საქართველოს კანო¬ნით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსე¬ბულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულე¬ბა¬ში, ან რომლის სრუ¬ლი ზოგადი განათლების აღიარება მოხდა საქარ¬თვე¬ლოს გა¬ნათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წე¬სით; ასევე სტუდენტი, რომელიც 2008 წლის 7 აგვისტომდე, ბოლო ერთი წლის განმავლობაში სწავლობდა ოკუპირებულ ტე¬რი¬ტორიაზე, ხოლო სრული ზოგადი განათლების დამადასტურე¬ბელი დოკუმენტი მიიღო ოკუ¬¬პირებული ტერიტორიის ფარგლებს გარეთ;
ზ) ბოლო სამი  წლის განმავლო¬ბაში სწავ¬ლობ¬და და სრული ზოგადი განათლების დამადას¬ტუ¬რებელი დოკუ¬მენ¬ტი მიიღო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში არსე¬ბულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულე-ბაში;
თ) იმყოფება სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ (სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელთან ან მინდობით აღზრდაში) ან გასულია სახელმწიფო ზრუნვიდან ბოლო სამი წლის განმავლო¬ბაში და იმყოფებოდა სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მინიმუმ ორი წლის განმავლობაში.
2. სტუდენტმა სწავლის საფასურის გადახდასთან დაკავშირებით შეღავათის გაწევის თაობაზე განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამისი ფაკულტეტის (სკოლის) დეკანს სასწავლო სემესტრის დაწყებიდან არა უგვიანეს ოთხი კვირის ვადაში და წარადგინოს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პირობების დამადასტურებელი დოკუმენტები.

მუხლი 3. სწავლის საფასურის გადახდასთან დაკავშირებით  შეღავათის გაწევის წესი

1. სტუდენტის მიმართ სწავლის საფასურის გადახდასთან დაკავშირებით  შეღავათის გაწევის  საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ფაკულტეტის (სკოლის) საბჭო, სტუდენტის განცხადებისა და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე. 
2. ფაკულტეტის (სკოლის) დეკანი იხილავს  შემოსულ განცხადებებს და დოკუმენტაციას და ამ წესით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ფაკულტეტის (სკოლის) საბჭოს წარუდგენს წინადადებებს კონკრეტული სტუდენტის მიმართ სწავლის საფასურის გადახდასთან დაკავშირებით შეღავათის გაწევის შესახებ.
3. ფაკულტეტის (სკოლის) საბჭოს მიერ სტუდენტის მიმართ სწავლის საფასურის გადახდასთან დაკავშირებით  შეღავათის გაწევის თაობაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ფაკულტეტის დეკანი მიმართავს უნივერსიტეტის რექტორს შესაბამისი ბრძანების გამოცემის მიზნით.


მუხლი 4. სწავლის საფასურის გადახდასთან დაკავშირებით  შეღავათის გაწევის პერიოდულობა და ოდენობა

1. უნივერსიტეტის სტუდენტს შესაძლებელია გაეწიოს სწავლის საფასურის გადახდასთან დაკავშირებით  შეღავათი სწავლის საფასურის ნაწილობრივი დაფინანსების მიზნით, მაგრამ არა უმეტეს წლიური საფასურის 50%-ის ოდენობისა.
2. სწავლის საფასურის გადახდასთან დაკავშირებით შეღავათი  შეიძლება გავრცელდეს მხოლოდ მიმდინარე სასწავლო წლის საფასურზე.
3. სწავლის საფასურის გადახდასთან დაკავშირებით  შეღავათის გაწევა შესაძლებელია განხორციელდეს შესაბამისის ფაკულტეტის წლიური საბიუჯეტო ასიგნებების 1%-ის ფარგლებში.