დაცვის პროცედურა


1. დისერტაციის დაცვა შეიძლება შედგეს თუ მას ესწრება ერთი რეცენზენტი მაინც და ადგილზეა კოლეგიის წევრების სულ მცირე 2/3 (დასწრების მონაცემებს აფიქსირებს კოლეგიის თავმჯდომარე); 
2. დაცვა მიყავს სადისერტაციო კოლეგიის თავმჯდომარეს. იგი აცნობს დამსწრე საზოგადოებას:     
- დისერტანტის შესახებ ინფორმაციას ჩV-ის მიხედვით,
- დისერტაციის თემას, დისერტაციის ხელმძღვანელს და რეცენზენტებს,
- კოლეგიის შემადგენლობას, მათ შორის კოლეგიის მოწვეული წევრების ვინაობას,
- დისერტანტის მიერ გამოქვეყნებული ნაშრომების რაოდენობას, მათ შორის დისერტაციის თემის მიხედვით, კონფერენციებში მონაწილეობას.
აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისობაშია დებულების მოთხოვნებთან.
       თავმჯდომარე არკვევს აქვთ თუ არა კოლეგიის წევრებს ან დამსწრე საზოგადოებას კითხვები 
       წარმოდგენილი დოკუმენტაციის ირგვლივ;
3. სიტყვა ეძლევა ხელმძღვანელს დისერტანტის დახასიათებისთვის (ხელმძღვანელის არ გამოცხადების შემთხვევაში მის წერილობით დასკვნას კოლეგიის წევრებს აცნობს კოლეგიის თავმჯდომარე);
4. დისერტანტს პრეზენტაციისთვის ეძლევა, როგორც წესი 30 წუთი;
5. პრეზენტაციის შემდეგ  სიტყვით გამოდიან დისერტანტის რეცენზენტები (ერთ-ერთი რეცენზენტის არ გამოცხადების შემთხვევაში მის წერილობით დასკვნას კოლეგიის წევრებს აცნობს კოლეგიის თავმჯდომარე);
6 დისერტანტი მოკლე, არგუმენტირებულ პასუხებს იძლევა რეცენზენტების შენიშვნებზე; 
7. კითხვებს სვამენ კოლეგიის კოლეგიის წევრები (პირველად მოწვეული წევრი ან წევრები);
8. დისერტანტი პასუხობს კოლეგიის წევრების შეკითხვებს; 
9. კითხვა-პასუხის შემდეგ აზრს გამოთქვამენ კოლეგიის წევრები და დამსწრე საზოგადოება;
10. დისერტანტი და დამსწრე საზოგადოება ტოვებს ოთახს, სადაც რჩება  კოლეგიის ყველა წევრი და განაგრძობს მუშაობას;
11. დაცვის დასრულებისთანავე სადისერტაციო კოლეგიის ყველა დამსწრე წევრი წარმოადგენს დასკვნას (დანართი 7, დანართი 8);
12. სადისერტაციო კოლეგიის წევრების დასკვნების საფუძველზე განისაზღვრება საბოლოო შეფასება;
13. დაცვის მსვლელობასა და საბოლოო შედეგზე კოლეგიის თავმჯდომარის მიერ ფორმდება საბოლოო ოქმი (დანართი 9);
14. სადისერტაციო კოლეგიის თავმჯდომარე იმავე დღეს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას აცნობს კოლეგიის წევრებს და დისერტანტს.
15. საბოლოო ოქმს (დანართი 9) უნდა დაერთოს კოლეგიის წევრების შეფასებები და გადაიგზავნოს სადისერტაციო საბჭოში დაცვის დამთავრებისთანავე.