არქიტექტურის პოეტიკა | Poetics of Architecture


Piligrims
შოთა ბოსტანაშვილის პილიგრიმები (გრან პრი): 1988 წ. ხმელთაშუა ზღვაზე ორგანიზებული საერთაშორისო კონცეპტუალური კრუიზი-კონკურსი.
The Pilgrims, Shota Bostanashvili's project (Grand Prix) in 1988 the IAA orginsed international cruise-competition on the Meditteranean.



ექვსი სახელი | six Names



მასა | Mass


კედელი | Wall


სვეტი | Coloumn


ჩარჩო | Frame


კიბე | Stair


რიდე | Veil

არქიტექტურის პოეტიკა დაიბადა წყალზე - ხმელთაშუა ზღვაში 1988 წლის ივნისში.


1988 წლის ივნისში, იუნესკოს ეგიდით ჩატარდა კონცეპტუალური არქიტექტურის საერთაშორისო კონკურსი-კრუიზი თემაზე “XXI საუკუნის ცივილიზაციის სივრცე”. კონკურსი ჩაატარა არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიამ გემზე “ლევ ტოლსტოი”. მთელი მსოფლიოდან კონკურსში მონაწილე 400-მდე ახალგაზრდა არქიტექტორის (40 წლამდე ასაკის) გარდა გემზე თავი მოიყარეს სხვადასხვა ჰუმანიტარული პროფესიის და ასაკის ადამიანებმა. კონკურსის შედეგებიც ზღვაზე შეჯამდა, როცა გემმა ვენეციიდან ისევ ვარნისკენ აიღო გეზი.


კონკურსის მთავარ ნომინაციაში (ხუთიდან) “არქიტექტურა – კულტურა”, პირველი პრემია მიიღო შოთა ბოსტანაშვილის პროექტმა “პილიგრიმები”. ეს გახლავთ საკაცობრიო მისიით აღჭურვილი მოხეტიალე კუნძული, ახალი კონტინენტი, რომელიც იქ მიცურდება, სადაც უჭირთ.


“პილიგრიმები” ექვსი გრანდიოზული მცურავი მინის სახლია, ფორმით კი საკარცხულები (სავარძელი - ტახტი) - ინტერიერის (ამ შემთხვევაში სამყარო - ინტერიერი), დასვენების და დიალოგის სიმბოლო. სხვადასხვა კულტურათა სტილისტიკაა საკარცხულთა საზურგეების სილუეტებშიც. საზურგეთა ფასადები ერთდროულად უზარმაზარი ტელეეკრანებია - “პილიგრიმთა” საქადაგო ენა. ამ მეტაფორით კაცობრიობა ისევ მარტოა ლაჟვარდოვან უსაზღვრობაში - გაშლილი ცის ქვეშ, გაშლილ ზღვაში. იგი ხელახლა უნდა დაიბადოს “წარღვნის წყლებიდან” და ამჯერად სული გადაარჩინოს.


XXI საუკუნე კულტურათა დიალოგის და ქანცგაწყვეტილი კაცობრიობის „დასვენების“ სივრცეა.


არქიტექტურის პოეტიკის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი - შოთა ბოსტანაშვილი (1948). არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის წევრი, სტუ-ს სრული პროფესორი. სახელმწიფო და საერთაშორისო პრემიების ლაურეატი, პოეტი, კულტუროლოგი.


“არქიტექტურის პოეტიკის” სტუდია დაარსდა 1990 წლის 7 ივნისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტზე, როგორც დამოუკიდებელი სკოლა - “თავისუფალ მსმენელთა აუდიტორია” - აკადემიური სასწავლო ფორმატის ალტერნატივა, დამყარებული ხელმძღვანელის პირად ინიციატივაზე. აქ სტუდენტის თავისუფლება ნიშნავს მხოლოდ კარნახით მიღებულის საშემსრულებლო ინტერპრეტაციას, უკვე არსებულ სათამაშო მოედანზე შემოსვლას.


სტუდიის მუშაობას საწყის ეტაპზე ხელი შეუწყო “არქიტექტურის შესავლის”, სოლო შემდეგ ეტაპზე “არქიტექტურის გეგმარების” კათედრამ და ფაკულტეტის ხელმძღვანელობამ. 2007 წელს “არქიტექტურის პოეტიკა” შევიდა არჩევითი საგნების სიაში. 2008 წელს ჩამოყალიბდა დისციპლინად და თავი მოიყარა შოთა ბოსტანაშვილის სადოქტორო დისერტაციაში “სივრცის პოეტიკა”. ამავე ნაშრომში ჩაეყარა საფუძველი არქიტექტურის სემიოტიკის პრობლემატიკას, რომლის კვლევაც წარმატებით დასრულდა დავით ბოსტანაშვილის სადოქტორო დისერტაციაში “ნიშანი და ნაშენი”. ამ შრომამ კი, გზა გაუხსნა არქიტექტურის კრიტიკულ დისკურსს. ამდენად, 2011 წლიდან სტუდიას ორი ხელმძღვანელი ეყოლება. “არქიტექტურის პოეტიკის და სემიოტიკის სტუდია” მზად არის მიმართულებად ჩამოყალიბდეს: “ნაშენის დისკურსი და დიზაინი”.


გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში, როცა აღმშენებლობის სულისკვეთება ჩვენი ეროვნული კულტურისათვის უცებ არასინქრონული აღმოჩნდა; როცა “შენება” შეცვალა “ნგრევამ” და “გადაშენებამ”; როცა პედაგოგებს და სტუდენტებს - ყველას ერთად - “სხვა” უფრო დიდი გამოცდა უნდა ჩაებარებინათ - არქიტექტურის პოეტიკამ იმძლავრა მაშინ.


არქიტექტურის პოეტიკა არქიტექტურის ფილოსოფია და პრაქტიკაა; ის ჩემი პოეზიის ნაწილია, სივრცული სინთეზის მეთოდია, ახალი კონცეპციაა, მოძრაობაა სიტყვიდან საგნამდე და უკან. იგი აღმოცენდა ჩემი შემოქმედებითი პრაქტიკიდან, გამოიარა ქაღალდის არიტექტურა და გადმოვიდა პედაგოგიურ მოღვაწეობაში.1990წლიდან ჩატარებულია 1000-ზე მეტი მასტერკლასი მრავალი სტუდენტის მონაწილეობით.


მეტაკულტურის და ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში სივრცე უპირველესად ტექსტია - კულტურათა დიალოგი და დიალოგის კულტურაა. მისი მიზანია არქიტექტურის, როგორც ხელოვნების სინთეზის მაორგანიზებელი ფენომენის რეაბილიტაცია. ამ თვალსაზრისით მეტაპოეტიკა აუქმებს ქრონოტოპულ საზღვრებს; ხუროთმოძღვრულ გენეზისს - სახეებით განსხვავებულებს - სახელებად წარმოადგენს: მასა, კედელი, სვეტი, კიბე, ჩარჩო, რიდე. აღნიშნული სახელები მოქცეულნი არიან დეკონსტრუქციათა ციკლში: დაბადება, დიალოგი, მეტამორფოზა, პარადოქსი, დასასრული.


არქიტექტურის პოეტიკა - ეს გახლავთ სივრცის თავგადასავალი კულტურაში და კერძოდ, ხუროთმოძღვრებაში.


კულტურის სივრცე სინათლის განვრცობით იწყება - “იყოს ნათელი” (დაბ. 1:3). 1. სივრცე არის “მყარი” (წყალთა წიაღში”) და “გამყოფი” (დაბ. 1:6). 2. სივრცე არის “ქვემოთ” და “ზემოთ” არსებულ წყლებს შორის (დაბ. 1:7). ხუროთმოძღვრების ვიტრუვიუსისეულ ტრიადაში (სარგებლიანობა, სიმყარე, სილამაზე), “მყარი” უკვე ცენტრალური ფიგურაა. “გამყოფი” (შინ/გარეთ) და “ზემოთ/ქვემოთ” (ჭერი / იატაკი) არქიტექტურის თანმდევი პარადიგმებია, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს ესთეტიკის და პოეტიკის ტექსტებს. არქიტექტურის მეტაპოეტიკა რეფლექსიაა აღნიშნულ ტექსტებზე და ამავე დროს სივრცული სინთეზის ახალი პრაქტიკაა, პასუხია “დასასრულის” კრიზისული და პრაგმატული დროის პრობლემატიკაზე შეცვლილი პრობლემური ველის (ეპისტემე) პირობებში, გლობალიზაციის და ციფრული ტექნოლოგიების ზღურბლიდან (1990) მისი ოცწლიანი გამოცდილების ჩათვლით.


არქიტექტურის მეტაპოეტიკა იმ ვაკანსიების შევსებაა, რომლებიც გაჩნდნენ ფილოსოფიის და ესთეტიკის ადგილზე და შეცვალეს ცოდნის კონფიგურაცია. ამ ნიშნით შესაძლებელია მისთვის არქიტექტურის კულტუროლოგიაც გვეწოდებინა.


არქიტექტურის მეტაპოეტიკამ საფუძველი ჩაუყარა ახალ ინსტრუმენტარიებს (inter esse და ტრიადა: სახე, სახელი, სახლი) და კონცეპტებს, მათ შორის დიქოტომიას - ნაშენი/ნანგრევი - ბინარულ წყვილს, ოპოზიციებს, რომელიც არქიტექტურას არ ჰქონდა. ნანგრევი არის არა მხოლოდ საგნობრივი დესტრუქცია, არამედ მენტალური: ხედის გადაფარვა, კადრის გაუქმება, რაც კოდების მოსპობით აიხსნება და არა დესაკრალიზაციით.



არქიტექტურის პოეტიკის
წანამძღვრები.

არტეფაქტები: სასაზღვრო ქვების რიტორიკა; არქიტექტურული უტოპიები; “ქაღალდის არქიტექტურა” (მოსკოვის სკოლა 1970-80 წწ., რომელშიც ვმონაწილეობდი) და მთელი პოსტკულტურა.


სახელები: პირანეზი, რენე მაგრიტი, ჯ. დე კირიკო, ჟაკ დერიდა.


სადღეისოდ: საკუთარი შემოქმედებითი პრაქტიკა, ლენდ არტის გამოცდილება, პოსტავანგარდული ხელოვნება.


გამოფენები: ვენეციის ტრიენალე (1991, ნამუშევრები შესულია ტრიენალეს კატალოგში); იერუსალიმის ხელოვნების ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია (1994); არქიტექტურის საერთაშორისო ტრიენალე (სოფია, 1997); სტუ არქიტექტურის ფაკულტეტი (1995, 2000, 2005, 2010); საქართველოს არქიტეტორთა კავშირი (1998); რუსთაველის საზოგადოება (თბილისი, 2001); საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება (თბილისი, 2003); საგამოფენო დარბაზი “უნივერსი” (თბილისი, 2008).გამოფენა-კონკურსი: არქიტექტურის საერთაშორისო კონკურსი თემაზე “ჰიბრიდი და გაბატონება” (ლონდონი, 1993).


მოხსენებები, მასტერკლასები: იერუსალიმის ხელოვნების ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია (1994); იერუსალიმის უნივერსიტეტი (1994); არქიტექტურის ინსტიტუტი (მოსკოვი, პეტერბურგი1999); არქიტექტურის საერთაშორისო ტრიენალე (სოფია, 1997); სემიოტიკის პირველი საერთაშორისო კონფერენცია (ბათუმი, 2010); სტუ, ყოველკვირეული თემატური მასტერკლასი და ყოველწლიური ანგარიშები (1990 წლიდან დღემდე).


პრესა და ტექსტური მასალა: ჟურნ. “AMC ასპექტები” 3/97 (სოფია); ჟურნ. “ომეგა” 7.07.2000; ჟურნ. “არქიტექტურა” 2, 2001; ჟურნ. “სტილი” 15, 2005; ჟურნ. „სემიოტიკა“ 8, 2010; გაზ. “მერიდიანი” 19, 2001; გაზეთები “საქართველოს რესპუბლიკა”, “ლიტერატურული საქართველო” და სხვა. “მეთოდური მითითებები” (სტუ 1992); სადოქტორო დისერტაცია “სივრცის პოეტიკა” (2008). წიგნი ”ბუცა. ხუროთმოძღვარი ვიქტორ ჯორბენაძე” (2012. Interarch ’12 მსოფლიო ტრიენალეს ვერცხლის მედლის მფლობელი)


არქივი: საგამოფენო პლანშეტები და პლაკატები, აუდიო- და ვიდეოჩანაწერები (მათ შორის ინსცენირება “რენე მაგრიტი”), ორი სატელევიზიო გადაცემა (1991); სტუდენტთა საკონფერენციო მასალები, ესკიზები და გამოძახილები.


აღსანიშნავია “არქიტექტურის პოეტიკის” გავლენა სტუდენტთა საკურსო, სადიპლომო და საკონკურსო პროექტებზე, ასევე საკუთარ შემოქმედებით პრაქტიკაზე.


Poetics of Architecture was born on water - on the Mediterranean.


In June 1988 under auspices of UNESCO international competition of conceptual architecture was held; the topic of the competition was “A space for XXI civilization”. The competition was organized by International Academy of Architecture aboard the cruise-ship “Lev Tolstoy”. 400 young architects (under 40) from different countries participated in the competition, where representatives of other humanitarian professions were present. The results of the competition were announced at sea, when the ship took the course from Venice back to Varna.


Shota Bostanashvili‘s project - The Pilgrims - won the main nomination (five in all) - “Architecture -Culture”. The Pilgrims is a wandering island, new continent, bearing a global undertaking: it goes where people are in need.


The Pilgrims represent five floating enormous chair-like glass structures; they symbolize repose and dialogue - making the earth a common interior space. On the “chairs” sit (are placed) five temples of major religions; on the sixth chair a tree is placed - symbolizing Nature. The back silhouettes of “chairs” represent (are shaped) different styles from various cultures. The rear facades of the “chairs” are giant screens - speaking language of The Pilgrims. With this metaphor the humankind is once again alone in the endless azure of the sea beneath and sky above. It has to be reborn “from the waters of deluge” and this time to save the soul


XXI century is a space for dialogue of cultures and the „repose“ of exhausted mankind.


Founder and director of Poetics of Architecture - Shota Bostanashvili (1948). Member of International Academy of Architecture; full professor, GTU; laureate of state and international awards; poet, culture theorist.


Studio “Poetics of Architecture” was founded 7 June 1990 at faculty of architecture, Georgian Technical University, as an independent entity - “Free listeners auditorium” - as an alternative to teaching format, based on my initiative. Freedom of student implies only performative interpretation of of ideas dictated.


At the beginning the studio saw support from the department of “Introduction to architecture” and later from the department of “Architectural design” and from the administration of the faculty. In 2007 “Poetics of Architecture” was entered in the list of optional courses. In 2008 it was formed as an academic discipline and concluded in dissertation thesis “Poetics of space” (by Sh. Bostanashvili). In the same thesis the ground was laid to the problems of semiotics of architecture, the research of which ended successfully in the thesis “Sign and Constructum” (by D. Bostanashvili). The latter work opened the way for the critical discourse of architecture. Hence, starting from 2011 the studio will have two professors. The studio “Poetics and Semiotics of Architecture” is set to transform into the department of “Discourse and design of Constructum”.


In the early nineties of the XX century, when eagerness to build was not synchronous with our cultural condition; when construction was replaced by destruction - then came Poetics of Architecture.


Poetics of Architecture is philosophy and practice of architecture; it is part of my poetry, it is a method of spatial synthesis, a new concept - movement from words to things and back. It arose from my architectural practice, went through the “Paper Architecture” and concluded in pedagogical activity.


From 1990 onward more than 1000 masterclasses have been conducted.


In the era of metaculture and digital technologies, space is - above all - a text - dialogue of cultures and culture of dialogue. The aim of Poetics is to revive architecture as an organizing phenomenon of artistic synthesis. With this in mind the Poetics removes chrono-topical borders and presents the genesis of architecture - variable in forms - by Names: Mass, Wall, Column, Stair, Frame, Veil.


The Names are included in the cycle of deconstructions: Genesis, Dialogue, Metamorphoses, Paradox, End.


Poetics of Architecture is an adventure of space in culture and namely in architecture.


The space of culture begins with propagation of light - “Let there be light” (Gen. 1:3). 1. The space is a “firmament” (in the midst of the waters) and a “divider” (Gen. 1:6). 2. The space is in the midst of the waters “under” and “above” (Gen. 1:7). In the Vitruvean triad (Utilitas, Firmitas, Venustas) the “firm” is already a central term. Division (inside / outside) and “under / above” (floor / ceiling) are always present paradigms of architecture, that lay foundation for the texts of esthetics and poetics. Metapoetics of Architecture is a reflexion on the said texts and at the same time a new practice of spatial synthesis; it is a response to the problems of our pragmatic time and crisis of “ending” in conditions of shifted epistemological field; it started at the threshold of digital technologies (1990) and it’s experience spans over twenty years.


Metapoetics of Architecture fills the vacancies left on the place of philosophy and esthetics, the vacancies where the configuration of knowledge is altered. In this regard Poetics could, as well, be called culturology of architecture.


Metapoetics of Architecture introduced new apparatus (“inter esse” and conceptual triad: “Image, House, Name”) and concepts; among those the dichotomy of Constructum / Destructum is a binary pair, opposition that architecture never had. Destructum is not only a material destruction, but a mental one too (e.g. blocking off and eliminating the view in the city).





Preconditions for
Poetics of Architecture.

Artifacts: Rhetoric of megaliths; architectural utopias; “Paper Architecture” (Moscow school in 1970’s and 80’s where I took part) and all of post-culture.


Names: Piranesi, Magritte, G. de Chirico, J. Derrida.


As of today: my own design practice, experience of land art, post-avantgarde art.


Exhibitions: Triennial of Venice (1991, works included in the catalogue of the triennial); International conference of Jerusalem art center (1994); International triennial of architecture (Sofia, 1997); Faculty of Architecture, GTU (1995, 2000, 2005, 2010); Georgian Union of Architects (1998); Rustaveli Society (Tbilisi, 2003); Georgian Geographic Society (Tbilisi, 2003); Exhibition gallery “Universi” (Tbilisi, 2008).


Exhibition-competition: International architectural competition “Hybrid and Dominance” (London, 1993).


Lectures, masterclasses: International conference of Jerusalem art center (1994); University of Jerusalem (1994); Institute of Architecture (Moscow, St.-Petersburg, 1999); International triennial of architecture (Sofia, 1997); First conference of Semiotics (Batumi, 2010); Faculty of Architecture, GTU weekly thematic masterclasses and yearly accounts (from 1990 onward).


Press and textual material: Magazines - “AMC Aspects” 3/97 (Sofia); “Omega” (Tbilisi, 7.07.2000); “Architektura” 2/2001; “Style” 15/2005. Newspapers - “Sakartvelos Respublika”, “Literaturuli Sakartvelo”. “Methodological notes” (GTU, 1992); Doctoral thesis “Poetics of Space” (2008). Scientific journal „Semiotics“ 8 2010 (Tbilisi). Book "Butza. Architect Victor Jorbenadze" (2012. World Triennial Interarch '12 Silver Medal laureate


Archive: exhibition material and pesters; audio and video recordings (including a play “Rene Magritte”); students conference materials, studies.


The influence of Poetics of Architecture on students’ course, final and competition projects is remarkable.

Logo