არქიტექტურის პოეტიკის მანიფესტი | Poetics of Architecture: Manifesto

- შეიძლება ასწავლო მხოლოდ ის თუ როგორ უნდა ისწავლოს


- ჩემი ძალისხმევა მიმართულია არქიტექტურაში მითის და პოეტის დაბრუნებისაკენ, რაც გულისხმობს ჰუმანუტარული აზროვნების პრიმატს – ეს კი ბუნებასთან და ადამიანურობასთან დაბრუნებას ნიშნავს.


- მემკვიდრეობისადმი პატივისცემა ხელს არ უშლის იმის აღიარებას, რომ კულტურა ბარიერია, იგი ქმნის აზრობნებით სტერეოტიპებს, რომელიც უნდა დავძლიოთ.


- არქიტექტურის ,,გენი” ირაციონალურია და მოწოდებულია მართოს სივრცე სიმბოლოებით;


- არქიტექტურა ხელოვნებაა და მეთოდურ ყალიბებს არ ემორჩილება;


- არქიტექტურა ხელოვნებაა – ეს კი გამორჩეული უნარია გამოხატო ემოციები და გააღვიძო სხა ადამიანებშიც – ეს ნიშნავს შეინარჩუნო ბავშვობა და თამაშის აზარტი; გაოცებისა და აღტაცების უნარი; გაოცებისაა იმით, რაც შენს გარშემოა და რასაც თითქოს პირველად ხედავ; აღტაცებისა იმით, რასაც სისცოცხლეს არქმევ და იცავ.


- არქიტექტურა ხელოვნებაა – ეს კი ის სამეფოა, სადაც არ ისჯებიან დოგმატებისა და კანონის დარღვევისათვის, სადაც არ ისჯებიან დიქტატის, თავხედობის, ინტრიგებისა და პროვოკაციებისათვის, რადგან მშვენიერებას ამკვიდრებენ. მშვენიერების წყარო კი ემპირიული სინამდვილის მიღმაა, მოკლებულია სარგებლიანობასა და უანგარო სიამოვნებას იწვევს.


- ხელოვნება არის ის, რაც რელობას აკლია, რასაც ის მალავს და რაც მისგანვე უნდა გა-მოვიტყუოთ. იქნებ რეალობა არაფერს მალავს და უბრალოა.., და ხელოვნება რეალობაზე ,,აკიდებული დანაშაულია”


შოთა ბოსტანაშვილი, 1990



ნაშენის მანიფესტი

- ახალი ეპოქის შეცვლილი ეპისტემე ნაწარმოების ნაცვლად ტექსტს გვთავაზობს არქე-ს და არქიტექტურის ნაცვლად - ნაშენს;


- ნაშენი, როგორც რიტორიკული ფიგურა არქიტექტურის ალტერნატივაა;


- ნაშენი, შეცვლილ პრობლემურ ველთან შეხმიანებით ენამ წარმოადგინა, როგორც ოდესღაც ხუროთმოძღვრება;


- ნაშენმა, როგორც პროტოკულტურულმა ტერმინმა (terminus) თავისი საზღვარი იქ გაავლო, სადაც ის მოიშალა - პოსტკულტურასთან - არქიტექტურის უკანასკნელ ადგილთან;


- ნაშენი ”შეფუთვის” კულტუროლოგიური დისკურსის თვალსაჩინობაა;


- ნაშენი აღმნიშვნელთა თავისუფალი თამაშია;


- ნაშენი ეხმარება ჰუმანიტარულ დისციპლინებს გაათავისუფლონ საგანი კონოტაციური ტვირთისგან არქიტექტურის მაგალითზე;


- ნაშენი - textus (ქსოვილი, ქსელი) ნიშნავს, რომ ”ქსელში ვართ”;


შოთა ბოსტანაშვილი,
დავით ბოსტანაშვილი. 2011


- One can teach only how to learn;


- My effort is directed towards return of the Poet and the Myth in architecture; this implies primacy of humanitarian thinking - return to nature and humanity;


- Respect towards heritage does not hinder recognizing the fact that Culture is a barrier, it creates stereotypes in thinking, that must be overcome;


- The “gene” of architecture is irrational and is intended to govern the space through symbols;


- Architecture is art and defies methodological clichés;


- Architecture is art - an exceptional ability to express emotions and evoke them in others; Architecture is art - it means to retain childhood and passion for play; to retain faculty of bewilderment and exhilaration; bewilderment with all that surrounds you and with all that you see as if for the first time; exhilaration that being is marvel and vision is rejoicing;


- Architecture is art - it is a realm where one is not punished for transgressing dogmas and canon; where one is not punished for diktat, intrigue and provocations, since the Beauty is ascertained. The source of Beauty lies beyond empirical reality, it is devoid of utility and causes disinterested delight;


- Art is that what the reality lacks, that what it conceals; what if reality is innocent and does not conceal anything.., and art is a crime that the reality bears;


The „Begining“ is depleted; It is obvious that we have to make again the „Begining“ with the ingredients of the „End“.


Shota Bostanashvili, 1990



Manifesto for Constructum

- The altered episteme of new epoch puts forward text instead of oeuvre - Constructum instead of Arche and architecture;


- Constructum as a rhetorical figure is an alternative to architecture;


- Constructum was presented by the language, as once architecture;


- Constructum as a proto-cultural term set its border where it was erased - at post-culture - last place for architecture;


- Constructum is a realization of the discourse of “packaging” (container);


- Constructum is a free play of signifiers;


- Constructum helps humanitarian disciplines to free the objects (things) from connotative burden on architecture’s example;


- Constructum - textus (Lat. textile, net) suggests that „we are in the net“;


- Constructum started the movement towards critical discourse of architecture.


Shota Bostanashvili,
David Bostanashvili. 2011


Logo