არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტი

2017 წლის 24 მარტს არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტზე გაიხსნა 2016 – 17 სასწავლო წლის I სემესტრის საკურსო ნამუშევრების გამოფენა

03/24/2017

2017 წლის 24 მარტს არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტზე გაიხსნა 2016 – 17 სასწავლო წლის I სემესტრის საკურსო ნამუშევრების გამოფენა, რომელიც მიეძღვნა პროფესორ ალეკო კორკოტაშვილის ხსოვნას. გამოფენა - კონკურსზე წარმოდგენილი იყო ბაკალავრიატის ყველა საფეხურის სტუდენტთა ნამუშევრები სხვადასხვა მიმართულებით: „კომპოზიცია“, „არქიტექტურული გრაფიკა, შესავალი - მცირე ფორმები“, „ხატვა“, „ქანდაკება“, ინტერიერი, დიზაინი, არქიტექტურული პროექტი, ლანდშაფტური არქიტექტურა, არქიტექტურული დისკურსი თანამედროვე არქიტექტირაში „ასოციაციები“. გამოფენას წინ უძღვოდა კონკურსი. გამარჯვებულ სტუდენტებს გადაეცათ სიგელები.

ფოტო მასალა


სიახლეებში დაბრუნება