არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტი

2016 წლის 8 დეკემბერს რექტორების მიერ ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს

12/08/2016 2016 წლის 8 დეკემბერს რექტორების მიერ ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და კიოლნის (გერმანია) გამოყენებითი მეცნიერებათა უნივერსიტეტებს (TH Köln – University of Applied Sciences) შორის. მემორანდუმების ხელმოწერის პროცესს წინ უძღოდა თბილისისს მერიის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლებისა ( ო. მურჯიკნელი) და სტუ–ს არქიტექტურის ფაკულტეტის პროგრამების კურატორის (გ. მიქიაშვილი) მიერ ერთობლივად განხორციელებული მოსამზადებელი პროცესი კიოლნის უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის დირექტორთან პროფესორ იოჰენ ზიგემუნდთან (Jochen Siegemund). ამ მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილია ორი უმაღლესი სასწავლებლის არქიტექტურის ფაკულტეტებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა, ერთობლივი ვორქშოფებისა და სემინარების, ლექციების ორგანიზება, აგრეთვე სტუდენტური გაცვლითი პროგრამების ამოქმედება.



სიახლეებში დაბრუნება