არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტი

ყველა სიახლე

დასაქმება

დასაქმების მსურველ ახალგაზრდა არქიტექტორთა საყურადღებოდ
ამერიკული ფირმა BASE 4 (www.base-4.com) საქართველოში აფუძნებს თავის შვილობილ
კომპანიას, რომელიც მსოფლიო მასშტაბით დააპროექტებს შენობა–ნაგებობებს. ამ
ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ფიქრობს აქაური ფილიალი დააკომპლექტოს ახალგაზრდა
ქართველი არქიტექტორებითა და ინჟინრებით.
ეს ორგანიზაცია მოგვმართავს თხოვნით შევარჩიოთ ის ახალგაზრდები, რომლებსაც
სურვილი ექნებატ გაიარონ 3–4 თვიანი ტრენინგები უცხოეთიდან მოწვეულ
არქიტექტორებთან, რის შემდეგაც გამორჩეულ ახალგაზრდებს ექნებათ შეთავაზება
სამსახურის დაწყების შესახებ.
სასურველია, რომ კანდიდატებმა ელემენტარულ დონეზე მაინც იცოდნენ ინგლისური ენა.
მსურველებმა თავისი ტელეფონის ნომერი, სახელი, გვარი გადმოაგზავნონ ბატონ გოჩა
მიქიაშვილთან ელექტრონულ ფოსტაზე gochamikia@yahoo.com ან mob 599-50-32-81