მეღვინეობის დეპარტამენტი

მეღვინეობა-მევენახეობის დემარტამენტი

რა არის ამპელოგრაფია, მევენახეობა და ენოლოგია?

ამპელოგრაფია - მეცნიერება ვაზის ჯიშებისა და სახეობების შესახებ;

მევენახეობა მეცნიერება ყურძნის მოვლა-მოყვანის შესახებ;

ენოლოგია - მეცნიერება ღვინისა წარმოების შესახებ;

მევენახეობა-მეღვინეობის პროგრამა აერთიანებს ზემოთ ჩამოთვლილ მეცნიერებებს.
 

პროგრამების წარმატების საწინდარი:     

  • პროფესიონალური გუნდი;

  • თანამედროვედ აღჭურვილი შენობა-ნაგებობა;

  • ექსპერიმენტული ბაზები და ლაბორატორიები;

  • ადგილობრივ და საე

რთაშორისო ინსტიტუციებთან ეფექტური თანამშრომშრომლობა;

შექმნის ისტორია:

2014 წლის 13 მაისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს ინიციატივით შეიქმნა მევენახეობა-მეღვინეობის ეროვნული ცენტრი, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოინჟინერიგნის ფაკულტეტზე 2015 წლიდან სამაგისტრო პროგრამები ამოქმედდა.

2017 წლის ნოემბერში აგრარული მეცნიერებების და ბიოინჟინერიგნის ფაკულტეტზე შეიქმნა მევენახეობა-მეღვინეობის დეპარტამენტი, რომელიც აერთიანებს მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში კვლევისა და სწავლების მიმართულებებს. სამეცნიერო-კვლევით აქტივობებში ჩართულია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებული სასწავლო-სამეცნიერო მევენახეობა-მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი (დადგენილება #1447, 02/20/2015), რომელიც მევენახეობა-მეღვინეობის დარგში ახორციელებს კვლევების ფართო სპექტრს არამარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.

დეპარტამენტის მისია და ხედვა: 

  1. განათლების უწყვეტი ჯაჭვი - ერთადერთი უნივერსიტეტი, რომელიც სთავაზობს მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით საბაკალავრო პროგრამას;
  2. მევენახეობა-მეღვინეობის ინგლისური და ქართულენოვანი სამაგისტრო სასწავლო პროგრამები, შემუშავებული მევენახეობა-მეღვინეობის, როგორც კერძო სექტორში ასევე, სამეცნიერო ნაწილში მომუშავე კვალიფიციური კადრის მიერ;
  3. ხარისხისა და უწყვეტი განვითარების მოთხოვნების შესაბამისად, მევენახეობა-მეღვინეობის დარგში შედეგზე ორიენტირებული განათლებისა და სამეცნიერო კვლევების წარმოება, ადგილობრივი და რეგიონული ბაზრის მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით კვლევისა და ეთიკური გარემოს ფარგლებში მდგრადი განვითარება;
  4. სტუდენტთა ინტელექტუალური აზროვნების გაძლიერება;
  5. საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით დარგის მომავალ ლიდერზე ზრუნვა;
     

დეპარტამენტის მიზნები: 

  1. საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნების გათვალისიწნებით, მევენახეობა-მეღვინეობის დარგში პროფესიული კადრების მომზადება;

  2. საზოგადოების განვითარების ხელშეწყობის მიზნით არისხიანი სასწავლო პროგრამებით უზრუნველყოფა;

  3. მევენახეობა-მეღვინეობის სამეცნიერო წინსვლის მიზნით, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების უწყვეტი განვითარება;

  4. ქვეყნის სოფლის მეურნეობისა და მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების მიზნით, კვლევებისა და გამოყენებითი კვლევების წარმოება;

  5. ერთობლივი პროექტებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით ფაკულტეტისა და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტებისა და ფაკულტეტების კულტურული და სამეცნიერო ურთიერთობების გააქტიურება, კონფერენციებისა და სხვა აქტივობების დაგეგმვა;

კვლევითი კომპონენტი

  1. დეპარტამენტში მიმდინარე კვლევითი პროექტები კი ხორციელდება მევენახეობა-მეღვინეობის კერძო და სახელმწიფო უწყებათა ექსპერიმენტალურ და საწარმოო ბაზებზე მათთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში;

  2. დეპარტამენტი სარგებლობს ეროვნული და საერთაშორისო აღიარებებით და თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან და კვლევით ორგანიზაციებთან;

  3. ორმხრივი შეთანხმებები ფარგლებში მიმდინარეობს სტუდენტთა და პერსონალთა გაცვლითი პროგრამები, ასევე მრავალი ერთობლივი კვლევითი პროექტი;

დეპარტამენტი გთავაზობთ შემდეგ სასწავლო პროგრამებს:

ქართულ და ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამებს - მევენახეობა-მეღვინეობა და   მევენახეობა-ენოლოგია, რომელიც ფაკულტეტზე 2015 წლიდან ფუნქციონირებს.

პროგრამების მიზანია:

  1. შრომის ბაზრის მოთხოვნილების შესაბამისად ენოლოგიის დარგის კვალიფიციური კადრის მომზადება;

  2. შესაბამისად, მაგისტრანტის მიერ კონკრეტულ მიმართულების კონკრეტულ კვლევაზე მუშაობის ხელშეწყობა;

  3. დარგის ის თეორიული და პრაქტიკული საკითხების შესწავლა, რომელიც აუცილებელია აღნიშნულ სფეროში მოღვაწე სპეციალისტისათვის;

  4. დარგში არსებული თანამედროვე და ტრადიციული ტექნოლოგიების, მეთოდებისა და ინოვაციების, ასევე, ყურძნის მოყვანის იმ მნიშვნელოვანი ასპექტებისა და წესების გაცნობა, რომელნიც ზეგავლენას ახდენენ ღვინის ხარისხზე;

  5. ვენახში, ღვინის საწარმოში და შესაბამისი პროფილის ლაბორატორიაში მუშაობისათვის   საჭირო პრაქტიკული გამოცდილების შეძენა.
     

2018 წლიდან იწყება ახალი საბაკალავრო პროგრამა - მევენახეობა-ენოლოგია, რომელიც შეასწავლის:

  1. მევენახეობისა და ენოლოგიის ძირითად პრინციპებსა და ელემენტებს;

  2. ვენახის გაშენების თავისებურებებს, ყურძნის ფიზიოლოგიასა და ყურძნის პროდუქციას;

  3. მიკროკლიმატის, ნიადაგისა და სხვა ფაქტორების გავლენას ყურძნისა და ღვინის ხარისხზე;

  4. ვაზისა და ყურძნის დაავადებებს;

  5. ხილისა და ღვინის მიკრობიოლოგიას;

  6. ყურძნიდან ღვინის წარმოების სხვადასხვა მეთოდებს;

  7. წარმოების ეკონომიკურ ასპექტებს, ვენახისა და ღვინის საწარმოს მართვის სისტემებს;

  8. დარგის რეგულირების ამოცანებს, მევენახეობისა და ენოლოგიისათვის დადგენილ მოთხოვნებს;

  9. საწარმოო პრაქტიკა: პრაქტიკული უნარების ათვისების მიზნით საწარმოო პრაქტიკის გავლა ვენახში, ღვინის საწარმოებსა და ღვინის ლაბორატორიაში;

მევენახეობა-ენოლოგიის საბაკალაბრო პროგრამის სტუდენტებს საშუალება ეძლევათ, დამატებითი საკვალისიფკაციო მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში, ერთი სემესტრი გაატარონ მილანის უნივერსიტეტში (იტალია) და სწავლის დასრულების შემდეგ მიიღონ ორმაგი დიპლომი და კვალიფიკაცია ორივე უნივერსიტეტიდან.