02 ივლ

სასურსათო ტექნოლოგიის სპეციალობის სტუდენტთა საყურადღებოდ!

2018 წლის 5 ივლისს,  სასურსათო ტექნოლოგიის  სპეციალობის სტუდენტთა საყურადღებოდ!
ყველა სიახლე

სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს წარმომადგენლები სტუ-ს აგრარული მეცნიერებებისა და აგროინჟინერინგის ფაკულტეტზე

09/25/2018      საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და აგროინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანმა გიორგი ქვარცხავამ  სან-დიეგოს უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის დეკანს ვალტერ ოეჩელსა და სანდიეგო-საქართველოს ვიცე-დეკანს ნუგზარ დავითაშვილს უმასპინძლა და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრა. 
სან-დიეგოს უნივერსიტეტი დაინტერესებულია საქართველოდან მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის დოქტორანტების ამერიკაში სწავლას შეუწყოს ხელი. 
  ვიზიტის ფარგლებში სან-დიეგოს უნივერსიტეტის წარმომადგენლები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზას ესტუმრნენ და ბაზაზე გაშენებული ვაზის კოლექცია დაათვალიერეს. ამერიკელი სტუმრები საქართველოს მეღვინეობა-მევენახეობის პოტენციალს გაეცნენ და ქართული იშვიათი ვაზისგან  დაყენებული ღვინოები დააგემოვნეს.

      

 

სიახლეებში დაბრუნება