ინფორმაცია აბიტურიენტთათვის

2015 - 2016 სასწავლო წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის, საბაკალავრო პროგრამებზე „ არქიტექტურა “ და „Архитектура„ ჩარიცხვის მსურველებმა ეროვნული გამოცდების ჩაბარებამდე, სპეციალური კომისიის წინაშე უნდა გაიარონ გასაუბრება ხატვასა და ხაზვაში. გასაუბრებაზე აბიტურიენტებმა უნდა წარმოადგინონ საკუთარი ხელით შესრულებული ნახაზები და ნახატები. კომისია ჩათვლით ან არჩათვლით განსაზღვრავს ექნება თუ არა აბიტურიენტს უფლება ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ, სწავლა გააგრძელოს აღნიშნულ პროგრამებზე. კომისია იმუშავებს 2015 წლის 2-დან 19 ივნისამდე, ყოველდღე 10.00-დან 15.00 საათამდე (შაბათ - კვირის გარდა) შემდეგ მისამართზე:
კოსტავას ქ .N 72, სტუ-ს I სასწავლო კორპუსი, C-ბლოკი, III სართული, არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის აუდიტორია №306.

ბანერები