გიორგი სალუქვაძე

(სწავლული მდივანი)
არქიტექტურის მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი, 
საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი;
საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი;
რუსეთის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრი და ამავე აკადემიის საქართველოს განყოფილების აკადემიკოსი და სწავლული მდივანი;
აღმოსავლეთის ქვეყნების არქიტექტურის აკადემიის წევრ-კორესპონდენტი;
საქართველოს არქიტექტორთა კავშირის წევრი;
საქართველოს ეკოლოგიური ექსპერტიზის საზოგადოებრივი დირექტორატის წევრი;
საერთაშორისო ორგანიზაცია ”შავი ზღვის ქვეყნების არქიტექტორთა ფორუმის” დამფუძნებელი;
აზერბაჯანის ტექნიკური უნივერსიტეტის სადისერტაციო საბჭოს წევრი; საქართველოს არქიტექტორთა კავშირის “არქიტექტურული პრემია 2007 წლის” ლაურეატი; ღირსების ორდენისა და მედლის კავალერი;
პირადი ინფორმაცია:
დაბადების თარიღი: 22 აგვისტო 1942 წელი;
ოჯახური მდგომარეობა: ჰყავს მეუღლე და შვილი;
განათლება:
1960 წ. - დაამთავრა ქ. მახარაძის N1 საშუალო სკოლა;
1966 წ. - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, არქიტექტურის სპეციალობა;
კვალიფიკაცია:
1977 წ. - დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა არქიტექტურის კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი;
2004 წ. - დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა არქიტექტურის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი;
გამოქვეყნებული აქვს 40-ზე მეტი სამეცნიერო შრომა და პუბლიკაცია; ორი სახელმძღვანელო “ქალაქთმშენებლობითი ეკოლოგიის” პრობლემებზე.
მისი უშუალო მონაწილეობითა და თანაავტორობით შესრულებულია 21 ობიექტის არქიტექტურული საპროექტო სამუშაო (აქედან 12 განხორციელებული);
ბოლო 10 წელიწადში მონაწილეობდა 10-ზე მეტ საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციასა და სემინარში;
სამუშაო გამოცდილება:
1966-1972 წწ. - სამოქალაქო და საზოგადოებრივ შენობათა ტიპობრივი და ექსპერიმენტული პროექტების თბილისის სამეცნიერო-კვლევით და საპროექტო ზონალური ინსტიტუტი, უფროსი არქიტექტორი, ჯგუფის ხელმძღვანელი;
1977-1978 წწ. - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტის დოცენტი;
1978-1983 წწ. - სპი არქიტექტურის ფაკულტეტის დეკანი;
1983-1990 წწ. - საქართველოს არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თავმჯდომარე;
1990-2005 წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ინსტიტუტის დირექტორი;
1995 წლიდან - სტუ სრული პროფესორი;
2005 წლიდან დღემდე არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის არქიტექტურის, ქალაქთმშენებლობისა (ურბანისტიკის) და დიზაინის დეპარტამენტის უფროსი;
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ.: (899) 92 27 57 begin_of_the_skype_highlighting            (899) 92 27 57      end_of_the_skype_highlighting; 32 75 01;
ელ. ფოსტა: 
georgesalukvadze@yahoo.com 

ბანერები