შალვა ნაჭყებია

ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, სტუ-ს სრული პროფესორი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრი, საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის წევრი, ელექტროტექნიკისა და ელექტრონიკის ინჟინერთა ინსტიტუტის წევრი(IEEE, USA)აშშ, Sigma – Xi (The Scientific Research Society, USA) – ამერიკელ მეცნიერთა საერთაშორისო ასოციაციის წევრი.
პირადი ინფორმაცია:
დაბადების თარიღი: 21 თებერვალი, 1945წ.;
ოჯახური მდგომარეობა: ჰყავს მეუღლე და ორი ვაჟიშვილი.
განათლება:
1971 – 1974 წწ მოსკოვის ენერგეტიკის ინსტიტუტის ასპირანტურა;
1963 – 1969 წ.წ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი;
1963 წ. დაამთავრა სენაკის პირველი საშუალო სკოლა ოქროს მედალზე.
კვალიფიკაცია:
1998წ. დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. მიენიჭა ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი;
1975წ. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია მოსკოვის ენერგეტიკის ინსტიტუტში. მიენიჭა ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი;
1969 წ. დაამთავრა სპი-ს ენერგეტიკის ფაკულტეტი წარჩინებით. მიენიჭა ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაცია;
სამუშაო გამოცდილება:
2007 წ. დღემდე – სტუ-ს ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის ელექტროენერგეტიკის, ელექტრონიკის და ელექტრომექანიკის დეპარტამენტის უფროსი, სრული პროფესორი;
2003 – 2007 წ.წ. ელექტროსადგურების, ქსელების და სისტემების კათედრის გამგე, პროფესორი;
2004 წ. – მივლინება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პროექტის ფარგლებში;
1996 – 2001 წ.წ. – ევროპის საბჭოს პროგრამის “ტემპუს-ტასისის” პროექტის ექსპერტი. მივლინებები მანჩესტერის მეტროპოლიტენ უნივერსიტეტში (დიდი ბრიტანეთი);
1995 – 2007 წ.წ. – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო-მეთოდური სამმართველოს უფროსის მოადგილე, აკადემიური პროცესების მართვის და განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
1994 – 2003 წ.წ. – სტუ-ს ელექტრომაგნიტური და ელექტრონული ტექნიკის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის უფროსი;
1969 – 2003 წ.წ. – საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის (1990 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) ზოგადი და თეორიული ელექტროტექნიკის კათედრის ასისტენტი, უფროსი მასწავლებელი, დოცენტი;
1963 – 1964 წ.წ. – საქმთავარენერგოს თბილისის ელექტროქსელის დიდუბის ქვესადგურის ელექტროზეინკლის მოწაფე;
პუბლიკაციები:
გამოქვეყნებული აქვს 60-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 2 მონოგრაფია, 3 სახელმძღვანელო; არის 7 გამოგონების ავტორი; არის მრავალი წიგნის და კრებულის სამეცნიერო რედაქტორი.
ჯილდოები:
1998 წ. – დაჯილდოვდა “ღირსების მედლით”
2003 წ. - დაჯილდოვდა “ღირსების ორდენით”
საკონტაქტო ინფორმაცია;
ტელ: 8(99) 51-04-51
ელ. ფოსტა: shalva.nachkebia@gtu.ge

ბანერები