ზვიად კოვზირიძე

ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, სტუ-ს სრული პროფესორი;
"ბიონანოსამედიცინო, კერამიკული და პოლიმერული კომპოზიტების ტექნოლოგია, ინსპექცია, კონტროლი" მოდულის ხელმძღვანელი;
ამავე კათედრასთან არსებული კონსტრუქციული და ელექტროსაიზოლაციო კერამიკის ტექნოლოგიური ბიუროს   ხელმძღვანელი;
სტუ-ს ბიო-ნანოკერამიკული და ნანოკომპოზიციური მასალათმცოდნეობის ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი;
კერამიკოსთა მსოფლიო ფედერაციის საბჭოს წევრი;
ევროპის კერამიკოსთა ასოციაციის საბჭოს წევრი;
საქართველოს კერამიკოსთა ასოციაციის პრეზიდენტი;
საქართველოს კერამიკოსთა ასოციაციის ჟურნალის “კერამიკა” მთავარი რედაქტორი;
საერთაშორისო ჟურნალის ” Journal of Ceramic Science and Technology” რედკოლეგიის წევრი;
საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი აკადემიურ ნიჩბოსნობაში.
 
პირადი ინფორმაცია:
დაბადების თარიღი: 3 თებერვალი 1945 წელი;
ოჯახური მდგომარეობა: მეუღლე და ქალიშვილი.
 
განათლება:
1961-1965 წწ. თბილისის სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი
1965-1970 წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიიის ფაკულტეტი, სპეციალობა: კერამიკისა და ცეცხლმედეგი მასალების ქიმიური ტექნოლოგია.
 
კვალიფიკაცია:
1976 წ.-დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია;
1993 წ.-დაიცვა სადოქტორო დისერტაცია;
გამოქვეყნებული აქვს 128 სამეცნიერო შრომა, მათ შორის 4 სახელმძღვანელო, 4 მონოგრაფია და 12 საავტორო მოწმობა
 
სამუშაო გამოცდილება:
1965-1985 წწ. საქართველოს ნაკრების მწვრთნელი და უფროსი მწვრთნელი აკადემიურ ნიჩბოსნობაში;
1971-1975 წწ. სტუ-ს სილიკატების ტექნოლოგიის კათედრასთან არსებული მხატვრული კერამიკისა და მინის ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი;
1975-1982 წწ. სტუ-ს სილიკატების ტექნოლოგიის კათედრასთან არსებული მხატვრული კერამიკისა და მინის ლაბორატორიის კერამიკის განყოფილების უფროსი;
1982-1987 წწ. სილიკატების ტექნოლოგიის კათედრასთან არსებული სტუდენტთა საკონსტრუქტორო ტექნოლოგიური ბიუროს ხელმძღვანელი;
1984-2001 წწ. სტუ-ს სილიკატების ტექნოლოგიის კათედრის დოცენტი, 1994 წლიდან პროფესორი
1987-2001 წწ. სილიკატების ტექნოლოგიის კათედრაზე არსებული კონსტრუქციული და ელექტროსაიზოლაციო კერამიკის ტექნოლოგიური ბიუროს ხელმძღვანელი;
1986-1990 წწ. სტუ-ს პროფკავშირის გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარე.
1993-1996 წწ. გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქ. კარლსრუეში, საქართველო-გერმანიის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, შპს ‘საქართველო-გერმანიის კულტურისა და სამრეწველო ურთიერთობების პრეზიდენტი;
1996-2000 წწ. გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქ. კარლსრუეში დაარსებული საქართველო-გერმანიის ხალხთა შორის ურთიერთგაგების, მეცნიერების, კულტურისა და სწავლების საზოგადოების პრეზიდენტი.
2001-დღემდე. სტუ-ს კომპოზიციური მასალებისა და ნაკეთობების ტექნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი, ამავე კათედრასთან არსებული კონსტრუქციული და ელექტროსაიზოლაციო კერამიკის ტექნოლოგიური ბიუროს   ხელმძღვანელი, სტუ-ს ბიო-ნანოკერამიკული და ნანოკომპოზიციური მასალათმცოდნეობის ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი.
 
სამეცნიერო საქმიანობა და სწავლება საზღვარგარეთ:
1979-1980 წწ. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, ქ. კლაუსტალის ტექნიკური უნივერსიტეტი;
1984-1985 წწ. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, ერლანგენ-ნიურნბერგის ტექნიკური უნივერსიტეტი;
1993 წ. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, ქ. კარლსრუეს ბირთვული კვლევითი ცენტრის მასალათმცოდნეობის ინსტიტუტი;
2005 წ. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, ქ. ბრემენის უნივერსიტეტი;
2005 წ. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, ქ. კლაუსტალის ტექნიკური უნივერსიტეტი;
2007 წ. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, ქ. ბრემენის უნივერსიტეტი.
 
ჯილდოები:
1987 წ. - საქართველოს სახელმწიფო პრემია ტექნიკის დარგში
 
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ.: 599 15-19-57, 233-53-48
ელ. ფოსტა: 
kowsiri@gtu.ge

ბანერები