დავით თავხელიძე

დავით თავხელიძე
ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, სტუ-ს პროფესორი;
მექანიზმებისა და მანქანების თეორიის საერთაშორისო ფედერაციის (IFTOMM) წევრი;
საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი;
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპოდენტი;
ევროპის მეცნიერებისა და ხელოვნების აკადემიის აკადემიკოსი;
საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის – “Applied Mechanics” რედკოლეგიის თავმჯდომარის მოადგილე;
მოსკოვში გამომავალ სამეცნიერო ჟურნალის – “Технология колесных и гусеничных машин” რედკოლეგიის წევრი;
არის საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში.
დაჯილდოვებულია ღირსების ორდენით და ღირსების მედლით.

პირადი ინფორმაცია:
დაბადების თარიღი: 1946 წელი, 12 აგვისტო. 
ოჯახური მდგომარეობა: ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

განათლება და კვალიფიკაცია:
1963-1968 წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტი, ინჟინერ-მანქანათმშენებლის კვალიფიკაცია;
1968-1971 წწ. მანქანათმცოდნეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის (მოსკოვი) ასპირანტი, ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი; 
1971-1987 წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მანქანათა ნაწილების კათედრის დოცენტი;
1975-1976 წწ. სტენფორდის უნივერსიტეტის (აშშ) მეცნიერ-სტაჟიორი
1986 წ. მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი;
1987-2008 წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მექნიზმებისა და მანქანების თეორიის კათედრის პროფესორი;
2008 დღემდე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის საწარმოო ტექნოლოგიური მანქანებისა და მექატრონიკის დეპარტამენტის პროფესორი.    
გამოქვეყნებული აქვს 114 ნაბეჭდი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 23 საავტორო მოწმობა და პატენტი, 7 მონოგრაფია და 6 სახელმძღვანელო. 1998 წლიდან დღემდე ინტენსიურად მუშაობს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტების შესრულებაზე. ეს პროექტებია: BENE-BUS, ENERGIA, AFORO, LIRIC, FERBEV, EQUASER, ENGITEC და SUAFRI-EPC. 
            
სამუშაო გამოცდილება:
2008 დღემდე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერების  დეპარტამენტის უფროსი;               
2005-2007 წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი;
1987-2005 წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მექნიზმებისა და მანქანების თეორიის კათედრის გამგე;               
1985-2003 წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნოლოგიური პროცესების ავტომატიზაციის  ლაბორატორიის გამგე.

საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ.: (+995) 599 504497 
ელ. ფოსტა: d.tavkhelidze@gtu.ge  

ბანერები