სტუდენტის სამახსოვრო

სტუდენტის სამახსოვრო

გილოცავთ საუნივერსიტეტო ცხოვრების დაწყებას! გისურვებთ წინსვლას, ახალ-ახალ მიღწევებს, ნაყოფიერად გამოგეყენებინოთ სტუდენტური წლები, რათა ჩამოყალიბდეთ მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებად და გაამართლოთ ქვეყნის, უნივერსიტეტისა და მშობლების იმედები.

2018-2019 სასწავლო წლის I სემესტრი იწყება 8 ოქტომბერს და მოიცავს 20 კვირას. აქედან 15 კვირა არის სასწავლო (სააუდიტორიო მეცადინეობები), ერთი კვირა ეთმობა შუასემესტრულ გამოცდას (მაქსიმალური ქულაა 30, მინიმალური დადებითი - 7,5), მე-17 კვირა – პროექტების და ლაბორატორიული სამუშაოების ჩაბარებას და/ან  დასკვნითი გამოცდისათვის მზადებას, სამი კვირა – სესიებს (დასკვნითი და დამატებითი გამოცდები. მაქსიმალური ქულაა 40, მინიმალური - 10). დასკვნით გამოცდაზე გასასვლელად აუცილებელია სემესტრის განმავლობაში არანაკლებ მინიმალური (მიმდინარე აქტივობის 15, შუასემესტრული გამოცდის 7,5) ქულების დაგროვება. თითოეული სასწავლო კურსი ჩაითვლება ჩაბარებულად არანაკლებ 51 ქულის მოგროვების შემთხვევაში.
გთხოვთ არ გააცდინოთ ლექცია-სემინარები, სრულფასოვნად ჩაერთეთ სასწავლო პროცესში, რათა არ დაკარგოთ მიმდინარე აქტივობის შეფასებები (მაქს. 30, მინ. - 15);
წარჩინებულ სტუდენტებს დაენიშნებათ სახელმწიფო სტიპენდია თვეში 150 ლარის ოდენობით;
დევნილის სტატუსის მქონე სტუდენტებს სწავლის საფასური შეუმცირდებათ 200 ლარით;
სავალდებულოა ფინანსური ხელშეკრულების დადგენილ ვადაში შესრულება, რათა არ შეგიჩერდეთ სტუდენტის სტატუსი;
სწავლის პერიოდში გექნებათ საშუალება მიიღოთ მონაწილეობა როგორც საუნივერსიტეტო, ასევე  საერთაშორისო სტუდენტურ კონფერენციებში, ვორქ-შოფებში, რაშიც ფინანსურ მხარდაჭერას გაგიწევთ ფაკულტეტი;
წარჩინებულ სტუდენტებს ექნებათ საშუალება მონაწილეობა მიიღონ იმ საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში, რომლებშიც ჩართულია სტუ;
სწავლების მე-4 წლის სტუდენტებს ექნებათ უნივერსიტეტის მხარდაჭერა, რომ გაიარონ პრაქტიკა სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებში;
უნივერსიტეტში მოქმედებს სწავლების ინდივიდუალური გრაფიკი;
სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტი შემოგთავაზებთ  საინტერესო სტუდენტურ სერვისებს - მათ შორის ექსკურსიებს, უნივერსიტეტში მოქმედ სხვადასხვა წრეებს, როგორც სპორტული, ასევე გასართობი და შემეცნებითი ხასიათის შეჯიბრებებს და ა. შ.;
ფაკულტეტი იზრუნებს, დაასაქმოს საუკეთესო აკადემიური მოსწრების კურსდამთავრებულები;
უნივერსიტეტში მოქმედებს ეთიკის კოდექსი, რომლის დაცვაც სავალდებულოა;
სავალდებულოა ყოველი სასწავლო წლის დაწყებისას ახალი სასწავლო ხელშეკრულების გაფორმება, ხოლო ყოველი სემესტრის შემდეგ - მიღწეული შედეგების გაცნობა;
ფაკულტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდება საუკეთესო სტუდენტური პროექტები;
პერიოდულად ჩატარდება საჯარო ლექციები საზღვარგარეთის წამყვანი უნივერსიტეტებიდან მოწვეული პროფესორების მიერ;
სწავლის პერიოდში თქვენ მოგემსახურებიან მაღალკვალიფიციური პროფესორ-მასწავლებლები და ადმინისტრაცია.

გისურვებთ წარმატებებს!